1. სადისციპლინო პალატა დისციპლინურ საქმეს განიხილავს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 1 თვის ვადაში.

2. საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სადისციპლინო პალატა განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დროს, რის შესახებაც მხარეებს ატყობინებს ამ განჩინების მიღებიდან 3 დღის განმავლობაში.

3. სადისციპლინო პალატა უზრუნველყოფს მხარეთა/მონაწილეთა მიწვევას სადისციპლინო პალატის სხდომაში მონაწილეობისათვის.

საქართველოს 2018 წლის 20
აპრილის ორგანული
კანონი №2194
–
ვებგვერდი, 26.04.2018წ
.

საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის ორგანული კანონი №1346 – ვებგვერდი, 13.01.2022წ.

საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის ორგანული კანონი №827 – ვებგვერდი, 27.06.2025