,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ნოემბრის №204 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№218
სარეგისტრაციო კოდი
010.320.000.10.003.000.602
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 157, 22/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №218

2006 წლის 22 ნოემბერი

ქ. თბილისი

„შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ნოემბრის №204 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად:

1. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2006 წლის 8 ნოემბრის №204 დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდიის დანიშვნის შესახებ“;

ბ) დადგენილების 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებს დაენიშნოთ ყოველთვიური სახელმწიფო სტიპენდია 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. 2006 და შემდგომ წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატების სახელმწიფო სტიპენდიებისათვის სახსრების გამოყოფა განხორციელდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში.

3. იმ პირებს, რომელთაც შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატის წოდება მიენიჭათ 2006 წელს, სტიპენდია მიეცეთ მათთვის პრემიის მინიჭების დღიდან.“;

გ) დადგენილების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებს, რომელთაც დანიშნული აქვთ საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიური გრანტი, გრანტი მიეცეთ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ასიგნებებიდან, ხოლო ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო სტიპენდია გაიცეს დადგენილების მე-4 პუნქტში მითითებული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ნოემბრის №204 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.11.2006.
როდის იქნა მიღებული „,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ნოემბრის №204 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““?
„,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ნოემბრის №204 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““ მიღებულია 22.11.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №218. სარეგისტრაციო კოდი — 010.320.000.10.003.000.602.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ნოემბრის №204 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ნოემბრის №204 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.11.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2006 წლის 8 ნოემბრის №204 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე““, №218, 22.11.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.10.003.000.602 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.11.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/9076/