,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.11.2006 ძალადაკარგული 20.07.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№204
სარეგისტრაციო კოდი
010.330.000.10.003.000.588
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 151, 09/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №204

2006 წლის 8 ნოემბერი

ქ. თბილისი

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ

ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინადადება საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის დარგის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით განსახორციელებელ ღონისძიებათა თაობაზე და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:

1. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებს დაენიშნოთ ყოველთვიური პრემია 130 (ას ოცდაათი) ლარის ოდენობით.

2. 2006 და შემდგომ წლებში შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატთა ყოველთვიური პრემიებისათვის სახსრები გამოიყოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის გათვალისწინებულ საბიუჯეტო ასიგნებათა ფარგლებში.

3. იმ პირებს, რომელთაც შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატთა წოდება მიენიჭათ 2006 წელს, ყოველთვიური პრემიები მიეცეთ მათთვის პრემიის მინიჭების დღიდან.

4. ეთხოვოს საქართველოს პრეზიდენტს შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური გრანტის დანიშვნის შესახებ გამოცემული ბრძანებულებებისა და განკარგულებების ძალადაკარგულად გამოცხადება.

5. შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებს, რომელთაც დანიშნული აქვთ საქართველოს პრეზიდენტის ყოველთვიური გრანტი, ამ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრული ყოველთვიური პრემია მიეცეთ მე-4 პუნქტში მითითებული აქტების ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ.

6. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ 2007 წლის 1 სექტემბრამდე წარმოადგინოს წინადადებები ეროვნული პრემიების დაწესებისა და გაცემის წესის შესახებ.

7. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.07.2011.
როდის იქნა მიღებული „,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ““?
„,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ““ მიღებულია 08.11.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №204. სარეგისტრაციო კოდი — 010.330.000.10.003.000.588.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ““-ში?
დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 20.07.2011-დან.
სად არის „,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.07.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული პრემიის ლაურეატებისათვის ყოველთვიური პრემიის დანიშვნის შესახებ““, №204, 08.11.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.330.000.10.003.000.588 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/8992/