საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.12.2009 ძალადაკარგული 17.12.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2235
სარეგისტრაციო კოდი
120.090.000.05.001.003.777
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 45, 21/12/2009
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1. საქართველოს კონსტიტუციის 98-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობა (პირადი შემადგენლობა) 2010 წელს: სულ 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცი; აქედან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსი – 37 000 (ოცდაჩვიდმეტი ათასი) კაცი.

მუხლი 2. ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი საქართველოს 2008 წლის 30 დეკემბრის კანონი „საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 329).

მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის  1 იანვრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი    მ. სააკაშვილი

თბილისი,

2009 წლის 4 დეკემბერი.

№2235–IIს