„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს პარლამენტის უწყებები, 1994, №№21–22, მუხ. 450) მე-15 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 15. გარდამავალი დებულებანი
1. „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 361 მუხლის 11 პუნქტის შესაბამისად, „სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე, 23-ე და 30-ე მუხლების ამოქმედებამდე ამ კანონით გათვალისწინებული კონტროლის ღონისძიებები გავრცელდეს მხოლოდ:
ა) პროდუქციის საქართველოში შემოტანისას, თუ ცნობილია, რომ პროდუქციის წარმოშობის ქვეყანაში არის მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაავადების ფაქტები, აგრეთვე ქვეყნის ტერიტორიაზე განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო ორგანიზმების გავრცელებისას;
ბ) მეწარმის მოთხოვნის საფუძველზე, მის საკუთარ საწარმოში.
2. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაავადებების გავრცელების გამო არაკეთილსაიმედო ქვეყნების ნუსხის გამოქვეყნება სისტემატურად, აღნიშნულ ნუსხაში ცვლილებების შეტანის შესაბამისად.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2009 წლის 25 დეკემბერი.
№2465–რს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.12.2009.
- როდის იქნა მიღებული „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.12.2009. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2465. სარეგისტრაციო კოდი — 340.020.000.05.001.003.845.
- სად არის „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.12.2009 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „მავნე ორგანიზმებისაგან მცენარეთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2465, 25.12.2009, სარეგისტრაციო კოდი 340.020.000.05.001.003.845 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.12.2009). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/91240/