„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (პარლამენტის უწყებანი, №31, 24 ივლისი, 1997, გვ. 1) 183-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 183. უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა გარიგების საფუძველზე
1. უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
2. უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე შეძენის შემთხვევაში აუცილებელია, უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფასის გადახდა განხორციელდეს საბანკო დაწესებულების მეშვეობით, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. აღნიშნული ვალდებულება მოქმედებს ნასყიდობის საფასურის ფულადი თანხით გადახდისას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ხდება ფასის ეტაპობრივი გადახდა.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს 2012 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 23 მარტი.
№2799–Iს

თბილისი,2010 წლის 23 მარტი.
№2799–Iს
№2799–Iს
შეტანილი ცვლილებები:
1. ძალადაკარგულია – საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №5017 - ვებგვერდი, 14.07.2011წ.