„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3034
სარეგისტრაციო კოდი
020.000.000.05.001.004.048
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 27, 24/05/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დამატების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) დაემატოს შემდეგი შინაარსის 1574 მუხლი:

     „მუხლი 1574. „საქპატენტში“ პატენტზე ან დიზაინის რეგისტრაციაზე წარდგენილი განაცხადის არსის განზრახ გამჟღავნება

1. „საქპატენტში“ პატენტზე ან დიზაინის რეგისტრაციაზე წარდგენილი განაცხადის არსის განზრახ გამჟღავნება (გარდა განმცხადებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ გამჟღავნებისა) „საქპატენტის“ მიერ ოფიციალურ ბიულეტენში მის შესახებ მონაცემების გამოქვეყნებამდე –

გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან სამი ათას ლარამდე.

2. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში –

გამოიწვევს დაჯარიმებას სამი ათასიდან ხუთი ათას ლარამდე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2010 წლის 4 მაისი.

№3034–Iს