„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ პერიოდში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ამ კანონის 241 მუხლით გათვალისწინებულ სააპელაციო საბჭოში „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-8 პუნქტის საფუძველზე დამტკიცებული „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის, აგრეთვე დაწესებულების ავტორიზაციის შეჩერებისა და შეწყვეტის დროებითი წესის“ შესაბამისად.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3960 – ვებგვერდი, 25.12.2023