საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 5 ოქტომბრის №42 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 290.010.000.24.016.007.036
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის
უფროსის ბრძანება №2
2005 წლის 18 იანვარი
ქ. თბილისი
„საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 5 ოქტომბრის №42 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
I. „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 5 ოქტომბრის №42 ბრძანებაში (სსმ III,№52(59) 1999 წ., მუხლი 886) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-3 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3
საპენსიო სქემის დამფუძნებელი სადაზღვევო კომპანია, საქმიანობის დაწყებიდან მისი განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა ფლობდეს შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს 1 000 000 ლარის ოდენობით, მათ შორის 80%-ს ფულადი ფორმით, განთავსებულს საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში), რისი რეალურობის დამადასტურებელ დოკუმენტად ლიცენზიის მაძიებელმა სადაზღვევო კომპანიამ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტი საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) საწესდებო კაპიტალის ფულადი ნაწილის საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების თაობაზე. მზღვეველმა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს აგრეთვე უნდა წარუდგინოს მინიმალური საწესდებო კაპიტალის როგორც ფულადი, ასევე არაფულადი ნაწილის არსებობის დამადასტურებელი აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.”.
2. მე-5 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5
საპენსიო სქემის დამფუძნებელი, ნებისმიერი სხვა იურიდიული პირი საქმიანობის დაწყებიდან მისი განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა ფლობდეს შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს 2 000 000 ლარის ოდენობით, მათ შორის 80%-ს ფულადი ფორმით, განთავსებულს საბანკო დაწესებულებაში (დაწესებულებებში), რისი რეალობის დამადასტურებელ დოკუმენტად ლიცენზიის მაძიებელმა, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს უნდა წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტი საბანკო დაწესებულებიდან (დაწესებულებებიდან) საწესდებო კაპიტალის ფულადი ნაწილის საბანკო ანგარიშზე (ანგარიშებზე) განთავსების თაობაზე. მზღვეველმა საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს აგრეთვე უნდა წარუდგინოს მინიმალური საწესდებო კაპიტალის როგორც ფულადი, ასევე არაფულადი ნაწილის არსებობის დამადასტურებელი აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი.”.
3. დაემატოს მე-6 მუხლი შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6
საპენსიო სქემის დამფუძნებელი სადაზღვევო კომპანია და არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი სხვა იურიდიული პირი ვალდებულია, ამ წესის მე-3 და მე-5 მუხლებით განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის ფულადი და არაფულადი ნაწილის არსებობის შესახებ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები ყოველი კვარტალის დამთავრებიდან არა უგვიანეს მომდევნო თვის 25 რიცხვისა წარუდგინოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს.”.
II. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
ა. ცერცვაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 5 ოქტომბრის №42 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 18.01.2005.
- როდის იქნა მიღებული „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 5 ოქტომბრის №42 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"“?
- „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 5 ოქტომბრის №42 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"“ მიღებულია 18.01.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს დაზღვევის ზედამხედველობის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 290.010.000.24.016.007.036.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 5 ოქტომბრის №42 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 5 ოქტომბრის №42 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 18.01.2005 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანებაა „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 1999 წლის 5 ოქტომბრის №42 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე"“, №2, 18.01.2005, სარეგისტრაციო კოდი 290.010.000.24.016.007.036 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.01.2005). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/93190/