„საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
05.10.1999 ძალადაკარგული 10.03.2026
ნომერი
№42
სარეგისტრაციო კოდი
090.013.003.888
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 52(59), 15/10/1999
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი090.013.003.888

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის

უფროსის ბრძანება  №42

1999 წლის 5 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ

„არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესი (თან ერთვის).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ცერცვაძე

საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესი

    მუხლი 1

„საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესი" მომზადებულია „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ" საქართველოს კანონის მე-40 მუხლის ა) ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს იმ ძირითად მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალის სიდიდე და შემადგენლობა.

    მუხლი 2

საპენსიო სქემის დამფუძნებელი არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის განხორციელების ყველა ეტაპზე უნდა ფლობდეს აუცილებლად შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს (მათ შორის ფულადი ფორმით) წინამდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრული მოთხოვნების სრული დაცვით.

    მუხლი 3

საპენსიო სქემის დამფუძნებელი სადაზღვევო კომპანია და/ან სადაზღვევო კომპანია, რომელიც ახორციელებს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევას, უნდა ფლობდეს აუცილებლად შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს 1 000 000 ლარის ოდენობით, მათ შორის არანაკლებ 80%-ის ფულადი ფორმით.

    მუხლი 4

საპენსიო სქემის დამფუძნებელი კომერციული ბანკის საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის მიმართ  მოთხოვნები განისაზღვრება  საქართველოს ეროვნული  ბანკის მიერ საქართველოს კომერციული ბანკებისათვის განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის მინიმალური ოდენობის შესაბამისად, ხოლო საქართველოს ეროვნული ბანკის საწესდებო კაპიტალის მიმართ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანული კანონით განსაზღვრული საწესდებო კაპიტალის ოდენობისა და მისი მატების წესის შესაბამისად.

    მუხლი 5

საპენსიო სქემის დამფუძნებელი ნებსმიერი სხვა იურიდიული პირი უნდა ფლობდეს აუცილებლად შევსებულ მინიმალურ საწესდებო კაპიტალს 2 000 000 ლარის ოდენობით, მათ შორის არანაკლებ 80%-ის ფულადი ფორმით.

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.03.2026.
როდის იქნა მიღებული „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“?
„საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 05.10.1999. მიმღები ორგანო — დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური. დოკუმენტის ნომერი — №42. სარეგისტრაციო კოდი — 090.013.003.888.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 10.03.2026-დან.
სად არის „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.03.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება „საპენსიო სქემის დამფუძნებლის საწესდებო კაპიტალისადმი ძირითადი მოთხოვნების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, №42, 05.10.1999, სარეგისტრაციო კოდი 090.013.003.888 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/49900/