საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 26.09.2005
ძალის დაკარგვა 23.12.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს გენერალური პროკურორი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.39.036.007.740
გამოქვეყნების წყარო სსმ, 113, 27/09/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,225 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.09.2005 მიღება
23.12.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; } p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:12.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; } p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; } p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:.2in; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; font-size:11.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} span.HeaderChar { } span.FooterChar { } @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.7pt .75in 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} სახელწმიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.39.036.007.740 საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანება №15 2005 წლის 26 სექტემბერი ქ. თბილისი საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე ,,პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის “ო” ქვეპუნქტის, 31-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ატესტაციის ჩატარების თანდართული წესი. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს გენერალური პროკურორის 2005 წლის 22 ივლისის №12 ბრძანება. 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ზ. ადეიშვილი საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ატესტაციის ჩატარების წესი     თავი I. ზოგადი დებულება     მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო 1. ეს წესი შემუშავებულია “პროკურატურის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნათა შესაბამისად და განსაზღვრავს საქართველოს პროკურატურის მუშაკთა ატესტაციის ჩატარებისა და საატესტაციო კომისიის საქმიანობის პირობებს.     თავი II. პროკურატურის მუშაკის ატესტაცია     მუხლი 2🔗. ატესტაცია 1. ატესტირებას ექვემდებარება: ა) პროკურატურის მუშაკი 3 წელიწადში ერთხელ; ბ) პროკურატურის მუშაკი, რომელიც წამოყენებულია სამსახურებრივი დაწინაურებისათვის; გ) რეზერვში ჩარიცხული პირი. 2. ატესტირებას არ ექვემდებარება: ა) გენერალური პროკურორი; ბ) გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე და მოადგილეები; გ) პროკურატურის მუშაკი, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით; დ) პროკურატურის მუშაკი, რომელიც დანიშვნით ან შრომითი ხელშეკრულებით გარკვეული ვადით მიიღება პროკურატურის სისტემაში არამუდმივ ამოცანათა შესასრულებლად.     მუხლი 3🔗. ატესტაციის დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს გენერალური პროკურორი კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 2. პროკურატურის მუშაკი, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელი წლის მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს. 3. ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს ატესტაციის შესახებ უნდა ეცნობოს ორი კვირით ადრე მაინც.     მუხლი 4🔗. ატესტაციის ჩატარების წესი 1. ატესტაციის ჩატარებამდე ორი კვირით ადრე პროკურატურის მუშაკის უშუალო ხელმძღვანელი საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტში წარადგენს მუშაკის დახასიათებას (დანართი). 2. პროკურატურის მუშაკს უფლება აქვს ატესტაციის ჩატარებამდე ერთი კვირით ადრე გაეცნოს მასზე შედგენილ დახასიათებას. 3. ატესტაციის ჩატარებისთვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტი. 4. ატესტაცია ტარდება ზეპირი (გასაუბრების) ან/და წერილობითი (ტესტირების) ფორმით. 5. ატესტაციის თემატიკას, პროკურატურის მუშაკის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. 6. პროკურატურის მუშაკთან გასაუბრება იმართება პროკურატურის იმ ორგანოს ან სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის თანდასწრებით, რომელშიც პირი მუშაობს. 7. გასაუბრების გზით ატესტაციის ჩატარებისას, დაკავებულ თანამდებობასთან პროკურატურის მუშაკის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს პროკურატურის მუშაკის ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის ცოდნას დადგენილი თემატიკის შესაბამისად და უსვამს კითხვებს სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 8. ატესტაციაზე პროკურატურის მუშაკის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში საკითხი გადაიდება შემდგომი სხდომისათვის. არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროკურატურის მუშაკი კომისიის გადაწყვეტილებით იღებს უარყოფით შეფასებას.     მუხლი 5🔗. პროკურატურის მუშაკის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. ატესტაციისას კენჭისყრისა და გადაწყვეტილების მიღების პირობები განისაზღვრება ამ წესის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით. 2. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი შინაარსის დასკვნა: ა) პროკურატურის მუშაკი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) პროკურატურის მუშაკი შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) პროკურატურის მუშაკი ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) პროკურატურის მუშაკი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და საჭიროებს ჩამოქვეითებას; ე) პროკურატურის მუშაკი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და უნდა გათავისუფლდეს. 3. კომისია ვალდებულია მოტივირებული დასაბუთებით მოამზადოს დასკვნა, რომელიც ფორმდება სხდომის ოქმით და მას ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 4. ატესტაციის შედეგების შესახებ პროკურატურის მუშაკს ეცნობება კენჭისყრის დამთავრების შემდეგ. 5. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში, რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის პროკურატურის მუშაკის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები.     მუხლი 6🔗. ატესტაციის შედეგები 1. ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია მოახსენებს გენერალურ პროკურორს ატესტაციის ჩატარებიდან ერთი კვირის ვადაში. 2. გენერალური პროკურორი საატესტაციო კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად იღებს გადაწყვეტილებას პროკურატურის მუშაკის წახალისების, სპეციალური წოდების მინიჭების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან სხვა თანამდებობაზე გადაყვანის შესახებ ატესტაციის ჩატარებიდან ერთი თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიის წარდგინების საფუძველზე, გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით, პროკურატურის მუშაკებს ეძლევათ დანამატი თანამდებობრივი სარგოს 50 პროცენტამდე ოდენობით.     თავი III. საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საატესტაციო კომისია     მუხლი 7🔗. საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საატესტაციო კომისიის მიზანი და ფუნქციები 1. საქართველოს პროკურატურის მუშაკთა საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) მიზანია დაკავებულ თანამდებობასთან პროკურატურის მუშაკის შესაბამისობის დადგენა. 2. კომისიის ფუნქციებია: ა) ატესტაციის ჩატარებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგება; ბ) პროკურატურის მუშაკის პროფესიული ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადი თვისებების შეფასების პროცედურის წარმართვა; გ) საქართველოს გენერალური პროკურორისათვის (შემდგომში _ გენერალური პროკურორი) პროკურატურის მუშაკის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა.     მუხლი 8🔗. კომისიის შემადგენლობა 1. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. კომისიის თავმჯდომარეს ნიშნავს გენერალური პროკურორი. 3. კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 4. კომისიის თავმჯდომარე ნიშნავს კომისიის თავმჯდომარის მოადგილეს და კომისიის წევრებს. 5. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 6. კომისიის შემადგენლობაში შეიძლება მოწვეულ იქნენ არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის სპეციალისტები.     მუხლი 9🔗. კომისიის მუშაობის წესი 1. კომისიის წევრებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს და კომისიის მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 2. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით, დამსწრე წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ თავმჯდომარე და დამსწრე წევრები. 5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.     მუხლი 10🔗. საპრეტენზიო კომისია 1. გენერალური პროკურორის ბრძანებით იქმნება საპრეტენზიო კომისია, რომლის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრების შემადგენლობას და რაოდენობას განსაზღვრავს გენერალური პროკურორი. 3. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 4. წერილობითი (ტესტირების) ფორმით ატესტაციის ჩატარების შემთხვევაში კონკურსანტებს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვთ ტესტირების შედეგების გამოცხადებიდან არა უგვიანეს 48 საათისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება გონივრულ ვადაში და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ საატესტაციო კომისიას და განმცხადებელს. 5. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე წევრთა საერთო ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება თავმჯდომარის ხმა. 6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე და წევრები. 7. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.     თავი IV. დასკვნითი დებულება     მუხლი 11🔗. ამ წესის გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება გენერალური პროკურორის ბრძანებით.