„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების დამრღვევი საფოსტო ორგანიზაცი(ებ)ისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ სანქციების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.250.000.22.024.010.181
საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის
2007 წლის 2 აპრილი
ქ. თბილისი
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების დამრღვევი საფოსტო ორგანიზაცი(ებ)ისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ სანქციების განსაზღვრისა და დაკისრების წესის დამტკიცების შესახებ
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების დამრღვევი საფოსტო ორგანიზაცი(ებ)ისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ სანქციების განსაზღვრისა და დაკისრების წესი.
2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
გ. არველაძე
„უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების დამრღვევი საფოსტო ორგანიზაცი(ებ)ისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ სანქციების განსაზღვრისა და დაკისრების წესი
წინამდებარე წესი შემუშავებულია „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის, მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების დამრღვევი საფოსტო ორგანიზაცი(ებ)ისათვის საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ სანქციების განსაზღვრისა და დაკისრების წესს.
საფოსტო ორგანიზაცი(ებ)ის მიერ ზემოაღნიშნული კანონისა და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტების და მათგან გამომდინარე მითითებების დარღვევის შემთხვევაში სამინისტრო საფოსტო ორგანიზაციას აძლევს მიწერილობას და უდგენს ვადას დარღვევის აღმოსაფხვრელად, ხოლო მითითების განსაზღვრულ ვადაში შეუსრულებლობის ან დარღვევის განმეორების შემთხვევაში უფლებამოსილია დაუწესოს ფულადი საჯარიმო სანქცია 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
მუხლი 3. დარღვევის გამოვლენა და სანქციის დადება
საფოსტო ორგანიზაცი(ებ)ის მიერ საქართველოს კანონისა „უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ და მის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.