,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების (განსახლების) ობიექტების ადმინისტრაციასთან, საყოფაცხოვრებო და კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობებისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 14 მარტის №30 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№77
სარეგისტრაციო კოდი
010.170.000.22.029.010.455
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 84, 19/06/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.010.455

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის

ბრძანება №77

2007 წლის 13 ივნისი  

ქ. თბილისი

,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების (განსახლების) ობიექტების ადმინისტრაციასთან, საყოფაცხოვრებო და კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობებისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ” საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის                14 მარტის №30 ბრძანებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

,,საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების (განსახლების) ობიექტების ადმინისტრაციასთან, საყოფაცხოვრებო და კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობებისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 14 მარტის №30 ბრძანებაში (სსმ III, 22.03.2007წ.,  №39, მუხ. 458) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) დევნილთა და ლტოლვილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯის ოდენობა განისაზღვროს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დადგენილი ტარიფის (მოსაკრებლის) ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს:

ბ.ა) სასმელი წყლის მიწოდებისა და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურებისთვის – 1.50 ლარი (მათ შორის, სასმელი წყლის მიწოდების მომსახურებისთვის – 1.30 ლარი);

ბ.ბ) დასუფთავებისათვის – 0.40 ლარი.“.

2. ბრძანების მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ბ1“ ქვეპუნქტი:

,,ბ1) დევნილთა და ლტოლვილთა კომპაქტურად ჩასახლების (განსახლების) ობიექტებში დეზინფექცია-დერატიზაციის ხარჯი განისაზღვროს 0.10 ლარის ოდენობით.“.

3. ბრძანების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. დამტკიცდეს იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში წარმოსადგენი დოკუმენტაციის შემდეგი ნუსხა:

ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან კომპაქტურად განსახლების ობიექტის შესაბამისი იურიდიული პირის ბალანსზე არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ობიექტების ადმინისტრაციებისათვის);

ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (თუ პირი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას) ან გადამხდელის მოწმობა;

გ) ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების საქმე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება შესაბამისი საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ტარიფების დაწესების შესახებ და ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან იმ კომპაქტურად განსახლების ობიექტის (ობიექტების) შესახებ, რომელთა მომსახურებას იგი ახორციელებს;

ე) კომპაქტურად განსახლების ობიექტების (ობიექტის) ნუსხა, რომელთა მომსახურებას იგი ახორციელებს (ობიექტების ადმინისტრაციებისთვის);

ვ) ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილებათა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ზ) ცნობა საბანკო რეკვიზიტების შესახებ.“.

4. ბრძანებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები:

31. მომსახურების ხარჯი, რომელიც წარმოადგენს მოსაკრებელს, ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.

32. ამ ბრძანების 31 პუნქტით განსაზღვრული ხარჯების გადარიცხვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ხორციელდება თვითმმართველობის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების წარმოდგენის შემდგომ.“.

2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხევიაშვილი