იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების (განსახლების) ობიექტების ადმინისტრაციასთან, საყოფაცხოვრებო და კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობებისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
14.03.2007 ძალადაკარგული 16.06.2008
ნომერი
№30
სარეგისტრაციო კოდი
010170000.22.290.010119
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 39, 22/03/2007
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.010.119

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის

ბრძანება №30

2007 წლის 14 მარტი

 ქ. თბილისი

იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების (განსახლების) ობიექტების ადმინისტრაციასთან, საყოფაცხოვრებო და კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობებისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ

„საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. „საქართველოს 2007 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება განხორციელდეს ხელშეკრულების საფუძველზე, ამ ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ხელშეკრულების პირობებში დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების (განსახლების) ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯები ერთ დევნილზე და ლტოლვილზე თვეში განისაზღვროს 4 ლარის ოდენობით, საიდანაც:

ა) დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების ობიექტების ადმინისტრაციის ხარჯი განისაზღვროს 2 ლარის ოდენობით;

ბ) საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯის ოდენობა განისაზღვროს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დადგენილი ტარიფის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს:

ბ.ა) კანალიზირებულ კომპაქტური ჩასახლების (განსახლების) ობიექტებში:

ბ.ა.ა) მოხმარებული წყლისათვის – 1. 50 ლარისა;

ბ.ა.ბ) ნარჩენების გატანისათვის – 0. 40 ლარისა;

ბ.ა.გ) დეზინფექცია-დერატიზაციისათვის – 0. 10 ლარისა.

ბ.ბ) არაკანალიზირებულ კომპაქტური ჩასახლების (განსახლების) ობიექტებში:

ბ.ბ.ა) მოხმარებული წყლისათვის – 1. 30 ლარისა;

ბ.ბ.ბ) ნარჩენების გატანისათვის – 0. 40 ლარისა;

ბ.ბ.გ) ასენიზაციისათვის – 0. 20 ლარისა;

ბ.ბ.დ) დეზინფექცია-დერატიზაციისათვის – 0. 10 ლარისა.

3. დამტკიცდეს ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის შემდეგი ნუსხა:

ა) იურიდიული პირებისათვის:

ა.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ობიექტების ადმინისტრაციებისთვის);

ა.ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (თუ პირი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას) ან გადამხდელის მოწმობა;

ა.გ) ცნობა საგადასახადო ინსპექციიდან, რომ არ ხორციელდება მისი რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია;

ა.დ) ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების საქმე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ა.ე) ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან იმ კომპაქტურად ჩასახლების ობიექტების (ობიექტის) შესახებ, რომელთა მომსახურებას ახორციელებს;

ა.ვ) კომპაქტურად ჩასახლების ობიექტების (ობიექტის) ნუსხა, რომელთა მომსახურებასაც იგი ახორციელებს (ობიექტების ადმინისტრაციებისთვის);

ა.ზ) ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება შესაბამისი საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ტარიფების შესახებ;

ა.თ) ხელშეკრულებაზე ხელის მომწერი უფლებამოსილი პირის უფლებამოსილებისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ა.ი) ცნობა საბანკო რეკვიზიტების შესახებ.

ბ) ფიზიკური პირებისათვის:

ბ.ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ობიექტების ადმინისტრაციებისთვის);

ბ.ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (თუ პირი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას) ან გადამხდელის მოწმობა;

ბ.გ) ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების საქმე, თუ პირი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანაობას;

ბ.დ) ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან იმ კომპაქტურად ჩასახლების ობიექტების (ობიექტის) შესახებ, რომელთა მომსახურებას ახორციელებს;

ბ.ე) კომპაქტურად ჩასახლების ობიექტების (ობიექტის) ნუსხა, რომელთა მომსახურებასაც იგი ახორციელებს;

ბ.ვ) ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება შესაბამისი საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ტარიფების შესახებ;

ბ.ზ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და ინდმეწარმის რეგისტრაციის საბუთი;

ბ.თ) ცნობა საბანკო რეკვიზიტების შესახებ.

4. დაუშვებელია ხელშეკრულების გაფორმება ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.           

5. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

გ. ხევიაშვილი