1. გარიგების ან მისი ცალკეული დებულების ძალაში შესვლა და ნამდვილობა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო გარიგების ან მისი რომელიმე დებულების ნამდვილობისათვის.
2. თუ არსებობს ისეთი გარემოებები, რომელთა მიხედვითაც სახელშეკრულებო მოლაპარაკებების დროს ერთ-ერთი მხარის მოქმედების შედეგების განსაზღვრა ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული სამართლის მიხედვით შეიძლება გაუმართლებელი ყოფილიყო, პირს იმის დასამატკიცებლად, რომ მას არ მიუცია თანხმობა ხელშეკრულების დადებაზე, შეუძლია მიმართოს თავისი ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალ
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა.
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(7)
საქმე №ას-323-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.09.2022
…საქართველოს კანონის შემდეგ მოწესრიგებაზე: კანონის მე-8 მუხლის მიხედვით, საქართველოს სასამართლოებს აქვთ საერთაშორისო კომპეტენცია, თუ მოპასუხეს საქართველოში აქვს საცხოვრებელი ადგილი, რეზიდენცია ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი; 27-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნამდვილობა განისაზღვრება იმ ქვეყნის სამართლით, რომელიც გამოყენებული უნდა ყოფილიყო გარიგების ან მისი რომელიმე დებულების ნამდვილობისათვის;…
…საპროცესო სამართლით. საქართველოს სინამდვილეში ფორმის საკითხი წყდება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლით, ხოლო ნამდვილობა და ძალაში შესვლაზე გამოსაყენებელი სამართალი კი, განისაზღვრება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით (იხ. სუსგ №ა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი). 43. სკ-ის მე-18 მუხლის შესაბამისად,…
…შესაბამისი საპროცესო სამართლით. საქართველოს სინამდვილეში ფორმის საკითხი წყდება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 18-ე მუხლით, ხოლო ნამდვილობა და ძალაში შესვლაზე გამოსაყენებელი სამართალი კი განისაზღვრება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით. 11. საერთაშორისო სამოქალაქო პროცესში საერთაშორისო კომპეტენციის განსაზღვრისას ხშირად წარმოიშობა…
…შესაბამისი საპროცესო სამართლით. საქართველოს სინამდვილეში ფორმის საკითხი წყდება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 18-ე მუხლით, ხოლო ნამდვილობა და ძალაში შესვლაზე გამოსაყენებელი სამართალი კი, განისაზღვრება „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, სწორად განიმარტოს…
…არ საჩივრდება. თავმჯდომარე ნ. ბაქაქური მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი ბ. ალავიძე [1] საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“, მე-9 მუხლის „ა“ პუნქტი [2] საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“, 27-ე მუხლის პირველი პუნქტი [3] საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“, 29-ე მუხლის პირველი პუნქტი [4] საქართველოს კანონი „საერთაშორისო კერძო…