1. საკონტეინერო მოსაკრებლის გადამხდელია საქონლის გადამზიდავი, რომლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი/საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი.

2. საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა 1 კონტეინერისთვის 30 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

3. საქონლის გადამზიდავი თავისუფლდება საკონტეინერო მოსაკრებლის გადახდისგან იმ კონტეინერისთვის, რომლითაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ იქნა მხოლოდ შემდეგი საქონელი:

ა) სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით გადაადგილებული საქონელი;

ბ) უცხო ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისთვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური პერსონალისა და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისთვის განკუთვნილი საქონელი.

საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4028 – ვებგვერდი, 25.12.2023წ.

თავი III. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვ