„რიკოთის საუღელტეხილო საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის განაკვეთების შესახებ“ საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 25 იანვრის №6 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№131
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 52, 10/05/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №131

2010 წლის 5 მაისი

ქ. თბილისი

„რიკოთის საუღელტეხილო საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის განაკვეთების შესახებ“ საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 25 იანვრის №6 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე

    მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით ძალადაკარგულად გამოცხადდეს „რიკოთის საუღელტეხილო საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის განაკვეთების შესახებ“ საქართველოს საავტომობილო გზების სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 1999 წლის 25 იანვრის №6 ბრძანება.

    მუხლი 2

რიკოთის საუღელტეხილო საავტომობილო გვირაბის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, საორიენტაციოდ 2012 წლის პირველ ნახევარში, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ წარმოადგინონ წინადადებები რიკოთის საუღელტეხილო საავტომობილო გვირაბით სარგებლობისათვის საფასურის აკრეფის ორგანიზების თაობაზე.

    მუხლი 3

დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 1 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური