„საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ“ კონვენციასთან შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 30 აპრილის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
„საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ“ კონვენციასთან შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 30 აპრილის დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს პარლამენტი ადგენს:
მუხლი 1
„საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ“ კონვენციასთან შეერთების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 30 აპრილის დადგენილების მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შესატანად განისაზღვროს კოლხეთის დაცული ტერიტორიების სახმელეთო საზღვრები, რომელთა მდებარეობა და ფართობი განსაზღვრულია „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით.“.
მუხლი 2
საქართველოს მთავრობამ 1 თვის ვადაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით:
ა) წარუდგინოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი მდინარე ხობისწყლის შესართავში ყულევის საზღვაო ტერმინალისა და მასთან მისასვლელი რკინიგზის ხაზის მშენებლობისათვის გამოყოფილი მიწის ფართობების (96,43 ჰა და 41,37 ჰა) საკომპენსაციო ტერიტორიების კოლხეთის დაცულ ტერიტორიებთან შეერთების თაობაზე;
ბ) დადგენილი პროცედურების შესაბამისად, აცნობოს „საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი, განსაკუთრებით წყლის ფრინველთა საბინადროდ ვარგისი, ტერიტორიების შესახებ“ კონვენციის სამდივნოს და გამართოს მასთან კონსულტაციები კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიის საბოლოო დემარკაციისა და საზღვრების რეგისტრაციის შედეგად საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შესატანი ცენტრალური კოლხეთის ჭარბტენიანი ტერიტორიების ადგილმდებარეობისა და სათანადო მახასიათებლების ცვლილებების თაობაზე.
მუხლი 3
ეს დადგენილება, გარდა პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ამ დადგენილების პირველი მუხლი ამოქმედდეს 2007 წლის 1 მაისიდან.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილე ჯ. ინაიშვილი
თბილისი,
2007 წლის 30 მარტი.
№4606–Iს