„ევროპის საბჭოს ევროპის ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესში საქართველოს წარმომადგენლებისა და შემცვლელების დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 თებერვლის №62 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№700
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 107, 30/08/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება№700

2010 წლის 30 აგვისტო

ქ. თბილისი

„ევროპის საბჭოს ევროპის ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესში საქართველოს წარმომადგენლებისა და შემცვლელების დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 თებერვლის №62 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, „ევროპის საბჭოს ევროპის ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესში საქართველოს წარმომადგენლებისა და შემცვლელების დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 თებერვლის №62 ბრძანებულებაში (სსმ III, 2003 წ., №17, მუხ. 151) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანებულებით დამტკიცებული ევროპის საბჭოს ევროპის ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესში საქართველოს წარმომადგენლებისა და შემცვლელების დანიშვნის წესი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ევროპის საბჭოს ევროპის ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესში საქართველოს წარმომადგენლებისა და შემცვლელების დანიშვნის წესი

    მუხლი 1

1. ევროპის საბჭოს ევროპის ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესში (შემდეგში – კონგრესი) საქართველოს წარმომადგენლების (მათი შემცვლელების) კანდიდატურების შერჩევაზე და დანიშვნაზე უფლებამოსილი ორგანოა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (შემდეგში – სამინისტრო).

2. სამინისტრო კონგრესში საქართველოს წარმომადგენლების (შემცვლელების) კანდიდატურების შერჩევისა და დანიშვნისას ხელმძღვანელობს ამ წესითა და ევროპის საბჭოს მიერ განსაზღვრული შესაბამისი პრინ-ციპებითა და წესებით.

3. კონგრესში საქართველოს წარმომადგენლები (შემცვლელები) შეიძლება იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლობითი ორგანოების წევრები.

4. კონგრესში საქართველოს წარმომადგენელთა (შემცვლელების) რაოდენობა, უფლებამოსილების ვადა და მათ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ევროპის საბჭოს მიერ დადგენილი შესაბამისი პროცედურებითა და წესებით.

    მუხლი 2

1. კონგრესის ადგილობრივ ხელისუფლებათა პალატის წარმომადგენლების (შემცვლელების) კანდიდატურებს სამინისტრო შეარჩევს და ნიშნავს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის მიერ წარმოდგენილ კანდიდატურათაგან.

2. კონგრესის რეგიონთა პალატის წარმომადგენლების (შემცვლელების) კანდიდატურებს სამინისტრო შეარჩევს და ნიშნავს ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოებისა და ქ. თბილისის საკრებულოს მიერ წარდგენილ კანდიდატურათაგან.

3. სამინისტრო კანდიდატურების შერჩევას ახორციელებს საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტთან, აგრეთვე, თუ კანდიდატურა წარდგენილია დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ფარგლებში არსებული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოდან – ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციასთან კონსულტაციის შემდეგ.

    მუხლი 3

1. კონგრესში საქართველოს წარმომადგენელს (შემცვლელს) უფლებამოსილება უწყდება შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტისა და სამინისტროს მიერ ახალი წარმომადგენლის (შემცვლელის) ამ წესის შესაბამისად დანიშვნისთანავე.

2. სამინისტრო ვალდებულია დანიშნოს ახალი წარმომადგენელი (შემცვლელი), შესაბამისი წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტიდან დაუყონებლივ, მაგრამ არა უგვიანეს 6 თვისა.

    მუხლი 4

სამინისტროს მიერ წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კონგრესში საქართველოს წარმომადგენლების (შემცვლელების) ნუსხას, აგრეთვე მასში ცვლილებების შეტანის შესახებ აცნობებს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს.“.

2. ეს ბრძანებულება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მ. სააკაშვილი