„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2
სარეგისტრაციო კოდი
320110000.17.010.016094
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/06/2022
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის

დადგენილება №2

2022 წლის  9 ივნისი

ქ. თბილისი

 

„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ადგენს:

მუხლი 1
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში“ (სსმ III, 23.03.2006 წ., №39, მუხლი 468)  შევიდეს   შემდეგი ცვლილება:

1. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. მომხმარებლის შესახებ მომსახურების მიმწოდებელთან დაცული ინფორმაცია

1. მომსახურების მიმწოდებელთან დაცული უნდა იყოს მომხმარებლის შესახებ შემდეგი ინფორმაცია:

ა) მომხმარებლის საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები;

ბ) აბონენტისთვის გადაცემული ან მის მიერ გამოყენებული აპარატურის/მოწყობილობის მონაცემები;

გ) მომსახურების მიწოდების შესახებ ხელშეკრულება/ხელშეკრულებები ან მასთან დაკავშირებული გარიგებები;

დ) გადახდების შესახებ ინფორმაცია;

ე) მიღებული ან გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, გამავალი/შემავალი სატელეფონო კომუნიკაციის დეტალური ამონაწერი).

2. თუ სპეციალური კანონმდებლობით მონაცემთა შენახვის სხვა ვადა არ არის განსაზღვრული, ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია ინახება სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტიდან 4 წლის განმავლობაში, ხოლო „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია – მომსახურების გაწევიდან ან ქმედების განხორციელებიდან 4 წლის განმავლობაში.

3. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შენახვის ვადის ამოწურვისთანავე უზრუნველყოს ამ მონაცემების ავტომატური განადგურება. ავტომატური განადგურების ტექნიკური აღსრულების ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 30 დღეს.“.

მუხლი 2
1. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მასთან დაცული ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული მონაცემები – მიღებული ან გაწეული მომსახურების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, გამავალი/შემავალი სატელეფონო კომუნიკაციის დეტალური ამონაწერი), რომელთა შენახვის ვადა გასულია დადგენილების ამოქმედების თარიღისთვის გაანადგუროს დადგენილების ძალაში შესვლიდან არაუგვიანეს 30 დღისა.

2. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ამ დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრული მონაცემები, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მონაცემებისა, რომელთა შენახვის ვადა გასულია დადგენილების ამოქმედების თარიღისთვის გაანადგუროს არაუგვიანეს 6 თვის ვადაში, თუ მონაცემები დაცულია ელექტრონული სახით, ხოლო არაუგვიანეს 3 წლის ვადაში, თუ მონაცემები დაცულია მატერიალური სახით.

მუხლი 3
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 

კომისიის წევრინათია კუკულაძე
კომისიის წევრიეკატერინე იმედაძე
კომისიის წევრივახტანგ აბაშიძე
თავმჯდომარეკახი ბექაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.06.2022.
როდის იქნა მიღებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 09.06.2022. მიმღები ორგანო — საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. დოკუმენტის ნომერი — №2. სარეგისტრაციო კოდი — 320110000.17.010.016094.
რამდენი მუხლისგან შედგება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.06.2022 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №2, 09.06.2022, სარეგისტრაციო კოდი 320110000.17.010.016094 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5489749/