„აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
11.05.2010 ძალადაკარგული 21.12.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№138
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 54, 13/05/2010
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №138

2010 წლის 11 მაისი

ქ. თბილისი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

    მუხლი 1

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიენიჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა არქეოლოგიური, საკულტო და საფორტიფიკაციო დანიშნულების ობიექტებისა) სამუშაოების ნებართვის გაცემის, შესრულებული სამუშაოების შუალედური და საბოლოო ანგარიშებისა და სამუშაოთა მიღების, სანებართვო პირობების კონტროლისა და ძეგლზე სამუშაოების სანებართვო პირობათა ცვლილებების განხორციელების უფლებამოსილება.

    მუხლი 2

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის საკითხის განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში შექმნილ მინისტრის სათათბირო ორგანოს, რომლის შემადგენლობა მტკიცდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით.

    მუხლი 3

ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული საქმიანობის ნებართვები, რომელთა გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოება დაწყებულია ამ დადგენილების ძალაში შესვლამდე, გაიცეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ; შესაბამისად, შესრულებული სამუშაოების შუალედური და საბოლოო ანგარიშებისა და სამუშაოთა მიღების, სანებართვო პირობების კონტროლისა და ძეგლზე სამუშაოების სანებართვო პირობათა ცვლილებები განახორციელოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ.

    მუხლი 4

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური