,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების შესახებ”

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
22.02.2005 ძალადაკარგული 15.07.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№94
სარეგისტრაციო კოდი
130.060.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 22, 25/02/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №94

2005 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების შესახებ

„საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად:

1. „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის პირველ პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად სახელმწიფო გერბი სრული სახით ფერებში თავსდება:

ა) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის შენობის ფასადზე;

ბ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის სხდომათა დარბაზში;

გ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის სამუშაო კაბინეტში.

2. მცირე სახელმწიფო გერბი გამოისახება საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ბეჭდებზე.

3. მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში გამოისახება:

ა) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის ბრძანებებზე;

ბ) საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის ბლანკებზე.

4. „საქართველოს სახელმწიფო გერბის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული აღწერილობის შესაბამისად საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბი ფერებში თავსდება საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსის პირველი მოადგილისა და მოადგილეების სამუშაო კაბინეტებში.

მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების შესახებ”“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 15.07.2010.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების შესახებ”“?
„,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების შესახებ”“ მიღებულია 22.02.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №94. სარეგისტრაციო კოდი — 130.060.000.08.002.003.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების შესახებ”“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 15.07.2010-დან.
სად არის „,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების შესახებ”“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.07.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოყენების შესახებ”“, №94, 22.02.2005, სარეგისტრაციო კოდი 130.060.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.07.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/94342/