„სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სანიმუშო წესდებისა და სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 ივლისის №353 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №130
2005 წლის 10 მარტი
ქ. თბილისი
�სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სანიმუშო წესდებისა და სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 ივლისის №353 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
�სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სანიმუშო წესდებისა და სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა ატესტაციის დებულების დამტკიცების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 16 ივლისის №353 ბრძანებულებაში (სსმ III, №73, 21.07.03) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. ბრძანებულებით დამტკიცებული �სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების სანიმუშო წესდების� მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�5. წამყვანი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა კონკურსით შეიძლება დაიკავოს მეცნიერებათა დოქტორმა, რომლის ასაკი არ აღემატება 70 წელს, თუ იგი არის არანაკლებ 20 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაგან 3 მაინც გამოქვეყნებულია ბოლო 5 წლის განმავლობაში და 10 � მაღალი დონის სამეცნიერო ჟურნალებში, რომელთა ნუსხა შეიცავს იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორისო ჟურნალს, აგრეთვე ყველა სხვა ჟურნალს, რომელსაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემია დადგენილი წესით პერიოდულად შეიტანს ნუსხაში. მას უნდა ჰქონდეს სამეცნიერო მუშაობის 10 წლის სტაჟი მაინც და სათანადო დარგის 3 სპეციალისტის (მეცნიერებათა დოქტორის) რეკომენდაცია.
წამყვან მეცნიერ თანამშრომელს ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს ზემდგომი დაწესებუ-ლების სათანადო სამეცნიერო ორგანო. მეცნიერს წამყვანი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება ეკავოს 75 წლის ასაკამდე.
წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი ხელმძღვანელობს ინსტიტუტის თემატური გეგმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ პროექტს ან მის ნაწილს და წელიწადში ერთხელ მოახსენებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს მის მიერ გაწეული სამეცნიერო საქმიანობის შედეგებს, ყოველწლიურად გამოსაქვეყნებლად გადასცემს ერთ სამეცნიერო ნაშრომს მაინც.
თუ წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.�.
2. მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�6. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა კონკურსით შეიძლება დაიკავოს მეცნიერებათა დოქტორმა, რომლის ასაკი არ აღემატება 70 წელს, თუ მისი ხელმძღვანელობით დაცულია 5 საკანდიდატო დისერტაცია მაინც და არის არანაკლებ 30 გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, რომელთაგან 5 მაინც გამოქვეყნებულია ბოლო 5 წლის განმავლობაში და 15 � მაღალი დონის სამეცნიერო ჟურნალებში, რომელთა ნუსხა შეიცავს ყველა იმ იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორისო ჟურნალს, აგრეთვე ყველა სხვა ჟურნალს, რომელსაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემია დადგენილი წესით პერიოდულად შეიტანს ნუსხაში. მას უნდა ჰქონდეს სამეცნიერო მუშაობის 15 წლის სტაჟი მაინც და სათანადო დარგის 3 სპეციალისტის (მეცნიერებათა დოქტორის) რეკომენდაცია.
მთავარ მეცნიერ თანამშრომელს ირჩევს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანო.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრი მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე ინიშნება უკონკურსოდ და აურჩევლად ინსტიტუტის დირექტორის ბრძანებით.
მთავარი მეცნიერი თანამშრომელი სათავეში უდგას რომელიმე სამეცნიერო მიმართულებას და ხელმძღვანელობს ინსტიტუტის თემატური გეგმით გათვალისწინებულ ერთ-ერთ პროექტს, იგი ყოველწლიურად მოახსენებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს გაწეული სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შედეგებს. მეცნიერს მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება ეკავოს 75 წლის ასაკამდე.
თუ მთავარი მეცნიერი თანამშრომელი არ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.�.
3. წესდების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინარსის 151 პუნქტი:
�151 . აუცილებელ შემთხვევაში, თუ სხვა ალტერნატივა არ არის, წამყვანი მეცნიერი თანამშრომლის, მთავარი მეცნიერი თანამშრომლის, სამეცნიერო დარგში დირექტორის მოადგილის, დირექტორის თანამდებობის დაკავებისას ასაკობრივი შეზღუდვა (70 წელი) არ მოქმედებს, თუ გამონაკლისს დადგენილი წესიდან ერთობლივად დაუშვებს ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭო და ზემდგომი დაწესებულების სათანადო სამეცნიერო ორგანოები. გადაწყვეტილების მიღება ყოველ საფეხურზე ხდება ფარული კენჭისყრით დადგენილი წესის შესაბამისად.�.
4. ბრძანებულებით დამტკიცებული �სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა ატესტაციის დებულების� მე-9 პუნქტის �ბ� ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�ბ) ბოლო ათი წლის მონაცემების მიხედვით დადგენილი სარეიტინგო მაჩვენებლებით: r1 �� მეცნიერთა გამოქვეყნებულ ნაშრომთა საშუალო რაოდენობა; r2 � საშუალო რაოდენობა მუდმივი პოზიციის მქონე მეცნიერთა მიერ გამოქვეყნებული ნაშრომებისა მაღალი დონის სამეცნიერო ჟურნალებში, რომელთა ნუსხა შეიცავს იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორისო ჟურნალს, აგრეთვე ყველა სხვა ჟურნალს, რომელსაც საქართველოს მეცნიერებათა აკადემია დამატებით შეიტანს ნუსხაში; r3 �� მუდმივი პოზიციის მქონე ერთი მეცნიერის საშუალო ციტირების ინდექსი;�.
5. დებულების მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
�11. r0 , r1 , r2 , r3 �მაჩვენებლების საშუალებით დგინდება ინსტიტუტის შეფასება r შემდეგი წესით: თუ r= r0 �+ 0,1 (r1 �+ r2 �+ r3 ), თუ 0,1 (r1 �+ r2 �+ r3 ) <2 და r= r0 �+ 2 თუ 0,1 (r1 �+ r2 �+ r3 )>2.�.
მ. სააკაშვილი