„სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№12
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.108.016091
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 19/03/2012
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №12

2012 წლის 9 მარტი

ქ. სენაკი

„სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 28 დეკემბრის №53 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 04/01/2012წ., სარეგისტრაციო კოდი:010250020.35.108.016073) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

 ა) დადგენილები ს პირველი პუნქტით დამტკიცებული სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წეს ის (დანართი №1)(შემდგომში – წესი) მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. ჭირისუფლის მიერ სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირისადმი მიმართვის შემთხვევაში სასაფლაოზე სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ წესით დადგენილი საფასურის გადახდის საფუძველზე გაიცემა 2-სამარიანი საფლავის ან საფლავის გვერდიგვერდ არსებული 2 სამარის ადგილი მიცვალებულისა და მისი მეუღლის დასაკრძალავად, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი მიცვალებულის მეუღლე გარდაცვლილია ან მიცვალებული არ იმყოფებოდა ქორწინებაში ან დაინტერესებულმა პირმა გადაიხადა მხოლოდ 1 სამარის საფასური, მაშინ მიცვალებულზე გამოიყოფა 1-სამარიანი საფლავის ადგილი ან საფლავის 1 სამარე. თუკი ჭირისუფალს დასაკრძალი ჰყავს რამდენიმე მიცვალებული, რომლებიც ერთი ოჯახის წევრები არიან, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ წესით დადგენილი საფასურის გადახდის საფუძველზე იმდენი ადგილი გაიცემა, რამდენიც მიცვალებულია. ასეთ შემთხვევაში, თუკი არის შესაძლებლობა, საფლავის ადგილები გაიცემა გვერდიგვერდ.

2. დაინტერესებული პირის მიერ სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირისადმი შესაბამისი მოთხოვნით მიმართვის შემთხვევაში, თუკი მას სურს წინასწარ რამდენიმე სამარის გამოყოფა იმ მიზნით, რომ იქონიოს საგვარეულო (საოჯახო) საფლავი ან/და ჭირისუფალს, რომელსაც უკვე გამოეყო მიცვალებულის დასაკრძალავად სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ამ წესით დადგენილი საფასურის გადახდის საფუძველზე კუთვნილი სამარე, მაგრამ საგვარეულო (საოჯახო) საფლავის მოწყობისათვის ითხოვს დამატებით სამარეებს, მაშინ დამატებითი სამარის გაცემა ფასიანია და იგი გაიცემა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი შესაბამისი საფასურის გადახდის საფუძველზე. საფასურის გადახდა ხდება სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით. საფლავის გამოყოფა ხორციელდება შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბანკო ქვითრისა და ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციის სასაფლაოს მართვის მიზნით შექმნილი იურიდიული პირისადმი დადგენილი წესით წარდგენის შემდეგ.“;

 ბ) წეს ის მე-8 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4 ყოველი გარდაცვლილის დაკრძალვა უნდა მოხდეს ცალკე სამარეში. სამარისათვის გამოყოფილ 1 კვ.მ. მიწის ფართობზე სასაფლაო მომსახურების საფასური განისაზღვროს 5 (ხუთი) ლარის ოდენობით, ზღვრული ნორმის – 12 (თორმეტი) კვ.მ-ზე (3X4) ზევით გამოსაყოფ ყოველ კვადრატულ მეტრზე დაწესდეს 20 (ოცი) ლარი. მარტოხელა და უპატრონო მიცვალებულების დასაკრძალად მიწის ფართობის ნორმად მიღებულ იქნეს 4 კვ. მეტრი და იგი გაიცეს საფასურის გადახდის გარეშე, უსასაყიდლოდ. მიცვალებულის ნეშტის დასაკრძალავად გაცემული მიწის ფართობის სხვა პირზე გაცემა ან გაყიდვა აიკრძალოს. ომის ვეტერანებსა და მასთან გათანაბრებულ პირებს დაუწესდეთ შეღავათი 50% ფასდაკლებით, დევნილთა მიცვალებულის ნეშტის დასაკრძალავად სენაკის მუნიციპალიტეტის სასაფლაოზე მიწის გაცემა მოხდეს მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე ზღვრული ნორმის დაცვით. საფლავებს შორის დაშორება არ უნდა იყოს გრძელ მხარეებს შორის 0.8 მეტრზე ნაკლები, ხოლო მოკლე მხარეებს შორის – 0,5 მეტრზე ნაკლები.

5. ერთსამარიანი საფლავისათვის მიწის ფართობის ნორმად მიღებულ იქნეს 4 კვ. მეტრი, ორი და მეტსამარიანი საფლავისათვის თითოეული სამარის მიწის ფართობის ნორმად მიღებულ იქნეს 3 კვ. მეტრი. სამარის სიღრმე არ უნდა იყოს 1,2 მეტრზე ნაკლები (ადგილობრივი ნიადაგისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით). გარდაცვლილ ჩვილ ბავშვთა ან ადრე გარდაცვლილის ნეშტის დასაფლავებისას სამარე შესაბამისად შეიძლება შემცირდეს. ყოველ სამარეზე უნდა მოეწყოს მისი ბორცვი.“.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე        ბ. ნარმანია