,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№456
სარეგისტრაციო კოდი
270.220.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 69, 10/06/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №456

2005 წლის 4 ივნისი

ქ. თბილისი

„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

„მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის №231 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №48, მუხ. 488) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. ბრძანებულებით დამტკიცებულ „მოსამსახურეთათვის მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის“ (დანართი №1):

ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. სამივლინებო ხარჯები შედგება სადღეღამისო, მგზავრობისა და საცხოვრებელი ფართობის დაქირავებისათვის გაწეული ხარჯებისაგან, ხოლო 30 კმ-მდე მანძილზე მივლინებისას, როდესაც შესაძლებელია სამუშაო (საცხოვრებელ) ადგილზე იმავე დღეს დაბრუნება, ანაზღაურდება მხოლოდ მგზავრობის ხარჯები. მაღალი რანგის თანამდებობის პირს ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას ყოველდღიურად, აგრეთვე მიეცემა ამ ბრძანებულების №3 დანართით გათვალისწინებული სადღეღამისო ნორმის დანამატი.“;

ბ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„15. სამთავრობო დელეგაციის წევრებს, ამ ბრძანებულების №3 დანართში ჩამოთვლილ თანამდებობის პირებს და უმაღლესი რანგის თანამდებობის პირთა პირად დაცვას სასტუმროში დაქირავებული ნომრის ღირებულება აუნაზღაურდებათ ფაქტობრივად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთების მიხედვით.“;

გ) მე-20 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის შენიშვნა:

„შენიშვნა: სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის მოსამზადებლად მოსამსახურის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინებისას, გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, სამივლინებო ხარჯების ანაზღაურება შეიძლება მოხდეს ფაქტობრივად გაწეული ხარჯების შესაბამისად“.

2. ბრძანებულების №3 დანართი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,დანართი №3

მაღალი რანგის თანამდებობის პირთათვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამსახურებრივი მივლინებისას სადღეღამისო ნორმის დანამატ ი

 

მოსამსახურეთა თანამდებობრივი

დასახელება

სადღეღამისო ნორმაზე დანამატის ოდენობა პროცენტობით

საქართველოს მინისტრი და სახელმწიფო მინისტრი

80

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი

 

80

საქართველოს გენერალური პროკურორი

80

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარე

80

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი

80

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრა­ციის უფროსი

80

ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

80

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

80

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი

80

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი

80

საქართველოს სახალხო დამცველი

70

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე

70

საქართველოს მინისტრისა და სახელმწიფო მინისტრის მოადგილე

70

საქართველოს მთავრობის კანცელარიის უფროსი

70

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული

70

საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე

70

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე

70

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

70

ქ. თბილისის მერი

70

ქ. თბილისის პრემიერი

70

საქართველოს საგარეო დაზვერვის სპეციალური სამსახურის უფროსი

70

საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი

70

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრა­ციის უფროსის პირველი მოადგილე

 

70

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის პირველი მოადგილე და მოადგილე

 

70

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენ­ტო მდივანი

70

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე და მინისტრი

 

60

საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე

60

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი

60

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრა­ციის მთავარი საჯარო თანამდებობის პირი

 

40

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის მთავარი საჯარო თანამდებობის პირი

 

40

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი

40

საქართველოს სამთავრობო დელეგაციის წევრი

30

 

შენიშვნები:

1. საქართველოს პრეზიდენტის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 300 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით.

2. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სადღეღამისო ნორმის დანამატი განისაზღვროს 150 აშშ დოლარის ეკვივალენტით შესაბამისი ვალუტით.

3. სამთავრობო დელეგაციებს მიეკუთვნებიან ის დელეგაციები, რომელთაც მიენიჭათ უფლება გამოვიდნენ საქართველოს სახელით.

4. მოსამსახურეებს უფლება აქვთ მიიღონ ამ დანართით გათვალისწინებული მხოლოდ ერთი დანამატი.”.

                                                                                   მ. სააკაშვილი