„საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის შექმნის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №528
2005 წლის 22 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის შექმნის შესახებ
ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრისა და მისი მოღვაწეობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასი (შემდგომში – ნაციონალური ბალეტის დასი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი) განახორციელოს ნაციონალური ბალეტის დასის სახელმწიფო კონტროლი, დაამტკიცოს დასის დებულება და დანიშნოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ალ. ალექსიშვილი) უზრუნველყოს ნაციონალური ბალეტის დასისათვის შესაბამისი მოძრავი ქონების გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის შექმნის შესახებ”?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.02.2015.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის შექმნის შესახებ”?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის შექმნის შესახებ” მიღებულია 22.06.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №528. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.003.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის შექმნის შესახებ”-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.02.2015-დან.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის შექმნის შესახებ”-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.02.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ ილიკო სუხიშვილისა და ნინო რამიშვილის სახელობის ქართული ნაციონალური ბალეტის სახელმწიფო აკადემიური დასის შექმნის შესახებ”, №528, 22.06.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95284/