საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №597
2005 წლის 15 ივლისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შექმნის შესახებ
„მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. დადიანების სამუზეუმო კომპლექსის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი (შემდგომში – მუზეუმი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):
ა) უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა;
ბ) განახორციელოს მუზეუმის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლი.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) შესაბამისი ადგილობრივი მმართველობის ორგანოსთან ერთად უზრუნველყოს სამუზეუმო კომპლექსის ეკატერინესეული სასახლის, ნიკოსეული სასახლის, მათზე დამაგრებული შესაბამისი მიწის ფართობის და სხვა სათანადო ქონების მუზეუმისათვის გადაცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. მუზეუმის საქმიანობისათვის საჭირო ასიგნებების სახელმწიფო ბიუჯეტში ასახვამდე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს მუზეუმის დაფინანსება საქართველოს 2005 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.02.2015.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შექმნის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შექმნის შესახებ“ მიღებულია 15.07.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №597. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.003.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.02.2015-დან.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.02.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის შექმნის შესახებ“, №597, 15.07.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95518/