,,ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებებით დაცვისათვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №709
2005 წლის 23 აგვისტო
ქ. თბილისი
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებებით დაცვისათვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ნატოსთან „ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმით“გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების, საქართველოს უსაფრთხოების სისტემის ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისა და ამ კუთხით ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად:
1. საქართველოში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის კრიპტოგრაფიული ტექნიკური საშუალებებით დაცვისათვის, კრიპტოგრაფიული სისტემის ეფექტიან და რაციონალურ შერჩევასა და მომსახურებისათვის პასუხისმგებელ ორგანოდ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტო“.
2. სსიპ „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტომ“(ვ. გოგოლაძე) ნატოს მოთხოვნათა გათვალისწინებით:
ა) განახორციელოს შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურებისათვის ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის ტექნიკური საშუალებების შერჩევა;
ბ) განსაზღვროს ინფორმაციის დაცვის ტექნიკური საშუალებებისა და სისტემების გამოყენების მიზანშეწონილობა;
გ) გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად და განახორციელოს მათი შესრულების კონტროლი.
3. სსიპ „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს“მიერ შერჩეული ტექნიკური საშუალებებით ნატოს კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი.
4. ყველა შესაბამისი ორგანო, ორგანიზაცია და დაწესებულება, რომელიც ფლობს ან შეხება აქვს ნატოს კლასიფიცირებულ ინფორმაციასთან, ვალდებულია ინფორმაციის დაცვისათვის გამოიყენოს სსიპ „სახელისუფლებო სპეციალური კავშირებისა და ინფორმაციის სააგენტოს“მიერ შერჩეული და ატესტირებული ტექნიკური საშუალებები.
5. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი) დადგენილი წესით უზრუნველყოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) შესაბამისი სამსახურის ინფორმირება ამ ბრძანებულების მიღების თაობაზე.
6. ბრძანებულების შესრულების კონტროლი განახორციელოს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატმა (გ. ბეჟუაშვილი).
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებებით დაცვისათვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ““?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.12.2013.
- როდის იქნა მიღებული „,,ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებებით დაცვისათვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ““?
- „,,ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებებით დაცვისათვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ““ მიღებულია 23.08.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №709. სარეგისტრაციო კოდი — 480.610.000.08.002.003.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებებით დაცვისათვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ““-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 27.12.2013-დან.
- სად არის „,,ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებებით დაცვისათვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2013 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „,,ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (ნატო) კლასიფიცირებული ინფორმაციის საკომუნიკაციო და საინფორმაციო საშუალებებით დაცვისათვის პასუხისმგებელი ორგანოს განსაზღვრის შესახებ““, №709, 23.08.2005, სარეგისტრაციო კოდი 480.610.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2013). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95662/