,,ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ”

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
08.08.2005 ძალადაკარგული 06.09.2013
გამომცემი ორგანო
ნომერი
№687
სარეგისტრაციო კოდი
040.090.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 93, 10/08/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

 სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.090.000.08.002.003

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №687

2005 წლის 8 აგვისტო

ქ. თბილისი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლისა და მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე დამტკიცდეს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა თანდართული ნუსხა.

მ. სააკაშვილი

ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახეობათა ნუსხა

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული, ადგილობრივი მნიშვნელობის მქონე, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი ქონების (მათ შორის, ქვემოთ ჩამოთვლილ სფეროებში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული აქციები და წილები) სახეობებია:

1. ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობები ან მათი ნაწილი მათზე დამაგრებული მიწის ფართობით, რომლის არსებით შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს შენობა-ნაგებობები, ასევე შესაბამისი ქონება, რომელიც აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს ადმინისტრაციული საქმიანობის განსახორციელებლად.

2. დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე განლაგებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ადგილობრივი მნიშვნელობის მოედნები, სკვერები, ბულვარები, შადრევნები, პარკები, მწვანე ნარგავები, ნაპირსამაგრი ნაგებობები.

3. ადგილობრივი მნიშვნელობის შიდა სარგებლობის გზები, ხიდები, გვირაბები, ქუჩები, მიწისქვეშა გადასასვლელები, ტროტუარები, შუქნიშნები, გარე განათების კონსტრუქციები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სხვა ელემენტები, ასევე ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისათვის აუცილებელი ობიექტები.

4. ადგილობრივი მნიშვნელობის საკანალიზაციო, სანიაღვრე და სამელიორაციო სისტემები და ობიექტები შესაბამისი ინფრას­ტრუქტურით.

5. ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ურბანიზაციის, საპროექტო და მშენებლობის, ასევე შიდა, საქალაქო გზების შეკეთების ობიექტები.

6. ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სანიტარიული დასუფთავების, დეზინფექციის, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების ობიექტები, ნაგავსაყრელები და მყარი ნარჩენების დეპონირების ინფრასტრუქტურა.

7. ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საინფორმაციო საშუალებები, ადგილობრივი საინფორმაციო ცენტრებისა და მათი მუშაობისათვის აუცილებელი შენობა-ნაგებობები.

8. ადგილობრივი მნიშვნელობის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არქივები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, თეატრები, კულტურის სახლები და კულტურის სხვა დაწესებულებები.

9. სასაფლაოები, პანთეონები, კრემატორიუმები და სარიტუალო მომსახურების ობიექტები.