„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2951
სარეგისტრაციო კოდი
140.030.000.05.001.002.225
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 15, 16/05/2006

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე

      მუხლი 1.

„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №9, 1993 წ., მუხ. 187) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:

1. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:

„თ1) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ნუსხის შესაბამისად განახორციელოს სახელმწიფო ობიექტების ფიზიკური დაცვა;“.

2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 211 მუხლი:

     „მუხლი 21 1 . სამხედრო ვალდებულების მოხდა პოლიციაში

1. პოლიციაში სამხედრო ვალდებულების მოსახდელად შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი, რომელსაც სამხედრო სამსახურის ვადა განესაზღვრება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. პოლიციაში ჩასარიცხ წვევამდელთა შერჩევის, სამხედრო სამსახურის გავლისა და დაფინანსების წესი განისაზღვრება „პოლიციაში სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

3. პოლიციაში წვევამდელის მიერ სამხედრო სამსახურის გავლა ჩაითვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოხდად და აღნიშნული პირი სამხედრო ვალდებულების მოხდის შემდეგ ჩაირიცხება საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში რიგითის სამხედრო წოდებით.“.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 28 აპრილი.

№2951-Iს

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 28.04.2006.
როდის იქნა მიღებული „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე?
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 28.04.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №2951. სარეგისტრაციო კოდი — 140.030.000.05.001.002.225.
სად არის „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 28.04.2006 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატებების შეტანის თაობაზე, №2951, 28.04.2006, სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.05.001.002.225 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.04.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/958/