,,დ. გაბუნიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №95
2007 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
დ. გაბუნიასათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
მიენიჭოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტის“ გენერალურ დირექტორს დავით გაბუნიას უფლებამოსილება, რომ გამართოს მოლაპარაკება „ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, „აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, „ტაჯიკეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ და „ყირგიზეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებათა ტექსტების მიღების მიზნით.
მ. სააკაშვილი