,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის სფეროების განსაზღვრის შესახებ“

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.03.2006 ძალადაკარგული 25.06.2010
გამომცემი ორგანო
ნომერი
№52
სარეგისტრაციო კოდი
010.240.070.10.003.000.435
გამოქვეყნების წყარო
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №52

2006 წლის 9 მარტი

ქ. თბილისი

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის სფეროების განსაზღვრის შესახებ

1. ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის სფეროებად განისაზღვროს:

ა) სურსათისა და ცხოველის საკვების უვნებლობა და კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა, ჰიგიენური, ვეტერინარულ-სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მოთხოვნებისა და წესების დაცვა;

ბ) ვეტერინარული დანიშნულების ბიოლოგიური და ქიმიო-ფარმაცევტული პრეპარატები (საშუალებები), პესტიციდები, აგროქიმიკატები;

გ) სასმელი წყლის უვნებლობის პარამეტრებისა და ხარისხის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვ-ნებთან შესაბამისობა.

2. დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწი-ნებული ობიექტების ინსპექტირება განხორციელდეს ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-8 და მე-10 პუნქტებით დადგენილი ეტაპობრიობით ამავე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების ამოქმედების შემდეგ.

3. დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინსპექტირება ხორციელდება ,,სურსათის უვნებლობისა და ხარისხის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტითა და 36-ე მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილი გამონაკლისების გათვალისწინებით.

4. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ. სვიმონიშვილი) ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის სფეროების გამიჯვნის მიზნით, ფინანსთა სამინისტროსთან (ა. ალექსიშვილი) შეთანხმებით ორ კვირაში საქართველოს მთავრობის სხდომას წარმოუდგინოს კანონპროექტი ,,ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“.

5. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ (მ. სვიმონიშვილი), ქალაქ თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის სფეროების გამიჯვნის მიზნით, ქალაქ თბილისის მერიასთან (გ. უგულავა) შეთანხმებით ორ კვირაში საქართველოს მთავრობის სხდომას წარმოუდგინოს ინფორმაცია ქალაქ თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დებულებაში შესატან ცვლილებათა შესახებ.

6. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის სფეროების განსაზღვრის შესახებ““?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.06.2010.
როდის იქნა მიღებული „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის სფეროების განსაზღვრის შესახებ““?
„,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის სფეროების განსაზღვრის შესახებ““ მიღებულია 09.03.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №52. სარეგისტრაციო კოდი — 010.240.070.10.003.000.435.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის სფეროების განსაზღვრის შესახებ““-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.06.2010-დან.
სად არის „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის სფეროების განსაზღვრის შესახებ““-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.06.2010 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების _ სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის ზედამხედველობის, მონიტორინგისა და კონტროლის სფეროების განსაზღვრის შესახებ““, №52, 09.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.10.003.000.435 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.06.2010). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/9586/