საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №752
2005 წლის 19 სექტემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ შექმნის თაობაზე
საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისა და საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებისა და პრიორიტეტების თაობაზე სწორი საზოგადოებრივი მიდგომის ჩამოყალიბების ხელშეწყობის მიზნით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე:
1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – „საინფორმაციო ცენტრი ნატოს შესახებ“ (შემდგომში – ცენტრი).
2. ცენტრის სახელმწიფო კონტროლი განახორციელოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ს. ზურაბიშვილი).
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორ კვირაში უზრუნველყოს ცენტრის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს ცენტრისათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით შესაბამისი ქონების გადაცემა.
მ. სააკაშვილი

ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 17.06.2014.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“ მიღებულია 19.09.2005. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №752. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.003.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“-ში?
- დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 17.06.2014-დან.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 17.06.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ შექმნის თაობაზე“, №752, 19.09.2005, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.06.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/95884/