საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.11.2005 ძალადაკარგული 02.02.2015
გამომცემი ორგანო
ნომერი
№931
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.003
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 133, 14/11/2005
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №931

2005 წლის 10 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ

1. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე შეიქმნას „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი“ (შემდგომში – მუზეუმი).

2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):

ა) განახორციელოს მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. მუზეუმს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაეცეს საქართველოს ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონება, ხოლო მოძრავი ქონება გადაეცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) ამ ბრძანებულების მე-3 პუნქტის შესრულების მიზნით უზრუნველყოს მუზეუმთან სათანადო ხელშეკრულების გაფორმება.

მ. სააკაშვილი