სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.11.2005
ძალის დაკარგვა 01.11.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს პრეზიდენტი.
ნომერი №955
სარეგისტრაციო კოდი 310.010.010.08.002.003
გამოქვეყნების წყარო სსმ, 139, 29/11/2005
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 3 აქტით
- „სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 22 ნოემბრის №955 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 01.11.2017
- სატრანსპორტო საშუალებათა რეგისტრაციის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 10.01.2013
- სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება 26.04.2012
დოკუმენტის ტექსტი
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Wingdings; panose-1:5 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
@font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Geo_Times;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:15.0pt; font-family:"Geo_Times","serif"; font-weight:bold;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:58.5pt .75in 31.5pt 58.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №955
2005 წლის 22 ნოემბერი
ქ. თბილისი
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობის ნიმუშების დამტკიცების შესახებ
სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა და სარეგისტრაციო მოწმობის ერთიანი ნიმუშების დადგენისა და საერთაშორისო ნორმებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანის მიზნით „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, მე-17 და მე-18 მუხლების საფუძველზე:
1. დამტკიცდეს სატრანსპორტო საშუალებათა მართვის უფლების მოწმობისა (შემდგომში _ მართვის მოწმობა) და სარეგისტრაციო მოწმობის თანდართული ნიმუშები.
2. ამ ბრძანებულების ძალაში შესვლამდე გაცემულ მართვის მოწმობებსა და სატრანსპორტო საშუალებათა სარეგისტრაციო მოწმობებს იურიდიული ძალა შეუნარჩუნდეთ 2008 წლის პირველ იანვრამდე.
3. ბრძანებულება ამოქმედდეს 2006 წლის 1 აპრილიდან.
მ. სააკაშვილი
მართვის მოწმობის აღწერილობა
მართვის მოწმობა წარმოადგენს 54 X 85 მმ ზომის მართკუთხა ფორმის დოკუმენტს. ფერი კომბინირებულია: ლურჯ-ვარდისფერი, ნაცრისფერი და წითელი.
ავერსი
Ø
დოკუმენტის ავერსის ცენტრის ზედა ნაწილში ორენოვანი წარწერაა: საქართველო, Georgia.
Ø
დოკუმენტის მფლობელის სურათი განთავსებულია მარცხენა მხარეს.
Ø
საიდენტიფიკაციო კითხვარის წარწერები (ქართულ-ინგლისური) მუქი ლურჯი ფერისაა.
Ø
საიდენტიფიკაციო წარწერები (ქართულ-ინგლისური) შავი ფერისაა.
Ø
ეროვნული-სახელმწიფოებრივი იდენტიფიკაციაა საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულება და საქართველოს საერთაშორისო კოდი – GE.
Ø
ქვედა მარცხენა მხარეს ლათინური ასოს კომბინაციით მითითებულია მძღოლის კვალიფიკაცია-კატეგორია.
Ø
მფლობელის სურათის ქვევით, დამცავ ბადეზე გამოსახულია საბუთის ნომერი და საბუთის ტიპის განმსაზღვრელი ორენოვანი (ქართულ-ფრანგული) წარწერა.
Ø
მარჯვენა ქვედა ნაწილში გამოსახულია დოკუმენტის მფლობელის პირადი საიდენტიფიკაციო ნომერი, ხოლო დამცავ ბადეზე – პირადი ხელმოწერა.
Ø
კომპოზიციის საერთო, დამცავი ბადის ფონზე, ცენტრალურ ნაწილში, ღია იისფერ ველზე გამოსახულია გამჭვირვალე ლურჯი ფერის საქართველოს სახელმწიფო გერბი სრული სახით.
Ø
მთელს კომპოზიციას სურათის მარჯვენა გვერდზე ვერტიკალურად გასდევს ქართული ორიგინალური ორნამენტი, რომელიც სტილიზებულად იმეორებს საქართველოს სახელმწიფო დროშის მცირე ჯვრებს.
რევერსი
Ø
ზედა მარჯვენა მხარეს საბუთის ტიპის განმსაზღვრელი ორენოვანი (ქართულ-ფრანგული) წარწერაა.
Ø
ლათინური და ქართული ანბანით გამოსახული კატეგორიების გასწვრივ ლურჯ ჩარჩოებში თითოეული კატეგორიის ინგლისურენოვანი განმარტება, ხოლო მუქ ლურჯ ფონზე შესაბამისი გრაფიკული გამოსახულებაა.
Ø
ეროვნული-სახელმწიფოებრივი იდენტიფიკაციაა საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის ფერითი გამოსახულება და საქართველოს საერთაშორისო კოდი – GE.
Ø
კომპოზიციის ქვედა ნაწილზე გამოსახულია ქართული ორიგინალური ორნამენტი, რომელიც სტილიზებულად იმეორებს საქართველოს სახელმწიფო დროშის მცირე ჯვრებს.
Ø
ნაცრისფერ ველზე, ბარათის საიდენტიფიკაციო ნომერია გამოსახული.
სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის აღწერილობა
სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს 54 X 85 მმ ზომის მართკუთხა ფორმის დოკუმენტს. ფერი კომბინირებულია: ლურჯ-ვარდისფერი, ნაცრისფერი და ღია წითელი (ორანჟი).
ავერსი
Ø
დოკუმენტის ავერსის ცენტრში ზედა ნაწილში ორენოვანი წარწერაა: საქართველო, Georgia.
Ø
საიდენტიფიკაციო კითხვარის წარწერები (ქართულ-ინგლისური) მუქი ლურჯი ფერისაა.
Ø
საიდენტიფიკაციო წარწერები (ქართულ-ინგლისური) შავი ფერისაა.
Ø
მარჯვენა ზედა კუთხეში ავტომობილის ნომერია გამოსახული.
Ø
ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდენტიფიკაციაა საქართველოს სახელმწიფო დროშის გამოსახულება, და საქართველოს საერთაშორისო კოდი – GE.
Ø
დამცავ ბადეზე ტრანსპორტის საიდენტიფიკაციო ნომერია გამოსახული.
Ø
კომპოზიციის საერთო დამცავი ბადის ფონზე, ცენტრალურ ნაწილში, ვარდისფერ ველზე ქართული ჯვრის სტილიზებული ორნამენტის ამოტვიფრული გამოსახულებაა.
Ø
მთელს კომპოზიციას ვერტიკალურად გასდევს ქართული ორიგინალური ორნამენტი, რომელიც სტილიზებულად იმეორებს საქართველოს სახელმწიფო დროშის მცირე ჯვრებს.
რევერსი
Ø
დოკუმენტის რევერსის ცენტრში დოკუმენტის ტიპის განმსაზღვრელი ორენოვანი (ქართულ-ფრანგული) წარწერაა: ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა.
Ø
საიდენტიფიკაციო კითხვარის წარწერები (ქართულ-ინგლისური) მუქი ლურჯი ფერისაა.
Ø
საიდენტიფიკაციო წარწერები (ქართულ-ინგლისური) შავი ფერისაა.
Ø
ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდენტიფიკაცია საქართველოს საერთაშორისო კოდი – GE.
Ø
კომპოზიციის საერთო დამცავი ბადის ფონზე, ცენტრალურ ნაწილში, ღია იისფერ ველზე ქართული ჯვრის სტილიზებული ორნამენტის ამოტვიფრული გამოსახულებაა.
Ø
მთელს კომპოზიციას ვერტიკალურად გასდევს ქართული ორიგინალური ორნამენტი, რომელიც სტილიზებულად იმეორებს საქართველოს სახელმწიფო დროშის მცირე ჯვრებს.
Ø
ქვედა ნაცრისფერ ველზე დოკუმენტის საიდენტიფიკაციო ნომერია გამოსახული.