საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №1041
2005 წლის 13 დეკემბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ
1. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგურამოს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმი (შემდგომში – მუზეუმი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):
ა) განახორციელოს მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს მუზეუმისათვის ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო მუზეუმის ბალანსზე არსებული ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
4. მუზეუმის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებების ზღვრული მოცულობის ფარგლებში.
მ. სააკაშვილი