„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ”
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №63
2006 წლის 23 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ
1. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბრეშუმის მუზეუმის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმი (შემდგომში – მუზეუმი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):
ა) განახორციელოს მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს მუზეუმისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
მ. სააკაშვილი