საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 71
2006 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ
1. „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის ბაზაზე შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი _ აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმი“ (შემდგომში _ მუზეუმი).
2. საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრომ (გ. გაბაშვილი):
ა) განახორციელოს მუზეუმის სახელმწიფო კონტროლი;
ბ) უზრუნველყოს მუზეუმის დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს მუზეუმისათვის შესაბამისი ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
4. მუზეუმის დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსათვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ზღვრული მოცულობის ფარგლებში, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებამდე – საჩხერის რაიონული ბიუჯეტიდან.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 02.02.2015.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ“ მიღებულია 25.01.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №71. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.003.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 02.02.2015-დან.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 02.02.2015 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ აკაკი წერეთლის სახელმწიფო მუზეუმის შექმნის შესახებ“, №71, 25.01.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.003 (კონსოლიდირებული რედაქცია 02.02.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/97066/