დისციპლინურ პასუხისგებაში მიცემულ სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე საქმის წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით. დისციპლინური საქმე განიხილება იმ სამხედრო მოსამსახურის თანდასწრებით, რომელიც მიცემულია დისციპლინურ პასუხისგებაში. ამ სამხედრო მოსამსახურის დაუსწრებლად საქმე შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისეთ შემთხვევებში, როცა არსებობს ცნობა მისთვის საქმის განხილვის ადგილისა და დროის დროული შეტყობინების შესახებ და მისგან არ შემოსულა შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზ