1. ზემოქმედების სხვა ზომების ამოწურვის შემთხვევაში დისციპლინური გადაცდომათა აღსაკვეთად, პიროვნების დასადგენად, დისციპლინური ოქმის შესადგენად (თუ ოქმის შედგენა აუცილებელია, მაგრამ შეუძლებელია მისი ადგილზე შედგენა), საქმის დროულად და სწორად განხილვისა და დისციპლინურ საქმეებზე მიღებულ დადგენილებათა აღსრულების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე წესდების 109-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 110-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 111-ე მუხლის მე-2 პუნქტის; 112-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 113-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 114-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 115-ე; 116-ე, 117-ე; 118-ე; 119-ე, 120-ე; 121-ე მუხლებით; 122-ე მუხლის მე-2 პუნქტით 127-ე, 129-ე მუხლებით; 130-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 132-ე; 134-ე; 135-ე; 136-ე; 137-ე მუხლებით; 143-ე მუხლის მე-2 პუნქტით; 144-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 145-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 148-ე მუხლით, 149-ე მუხლის პირველი პუნქტით, 150-ე მუხლის პირველი პუნქტით, 153-ე; 160-ე მუხლებით; 174-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დისციპლინური გადაცდომის შემთხვევაში დასაშვებია პირის ადმინისტრაციული დაკავება, პირადი გასინჯვა, ნივთების გასინჯვა და ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა.

2. ამ მუხლით გათვალისწინებული მიზნებისათვის ადმინისტრაციული დაკავების, პირადი გასინჯვის, ნივთების გასინჯვის, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევა ხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესი