1. ექსპერტის დასკვნა არის მცოდნე პირის წერილობითი ინფორმაცია მის მიერ ჩატარებული გამოკვლევის მიმდინარეობისა და დადგენილი ფაქტობრივი მონაცემების შესახებ.
2. ექსპერტის დასკვნაში მტკიცებულების მნიშვნელობა აქვს როგორც გამოკვლევით დადგენილ, ისე ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე მიღებულ დასკვნას.
3. გამოკვლევის დროს ექსპერტის მიერ შესრულებული ფოტო და სხვა სურათი, გრაფიკი, ცხრილი, ნახაზი ექსპერტის დასკვნის შემადგენელი ნაწილია.
4. შედარებითი გამოკვლევის დროს ექსპერტის მიერ გაკეთებული ექსპერიმენტული ტყვიები, მასრები და სხვა ნიმუშები უნდა დაერთოს საქმეს, როგორც ნივთიერი მტკიცებულება.
5. ექსპერტის დასკვნა დგება იმ შემთხვევაშიც, როცა ექსპერტმა გამოკვლევა დაიწყო, მაგრამ ვერ დაასრულა კვლევის ობიექტების არასაკმარისობის ან არაკომპეტენტურობის გამო.
6. თუ გამოკვლევის დაწყებამდე ექსპერტი დარწმუნდება კვლევის ობიექტების არასაკმარისობაში ან საკუთარ არაკომპეტენტურობაში, იგი ადგენს აქტს იმის თაობაზე, რომ ექსპერტიზის ჩატარება შეუძლებელია და ამ აქტს, ექსპერტიზისათვის გაგზავნილ საგნებთან ერთად, უგზავნის ორგანოს, რომელმაც ექსპერტიზა დანიშნა. თუ მეცნიერებისა და ტექნიკის თანამედროვე დონე ექსპერტის წინაშე დასმულ საკითხზე პასუხის გაცემის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ექსპერტს არა აქვს ამისთვის საჭირო ცოდნა, ხელსაწყოები და რეაქტივები, მას უფლება აქვს მიუთითოს, რომელ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში შეიძლება ასეთი ექსპერტიზის ჩატარებ