1. დაზარალებული ან/და დაინტერესებული პირი, აგრეთვე მოწმე, ახსნა-განმარტებას აყალიბებს ზეპირად. ახსნა-განმარტება შეაქვთ ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ აღნიშნული პირი და საქმის მწარმოებელი თანამდებობის პირი.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირებს უფლება აქვთ წერილობით ჩამოაყალიბონ ახსნა-განმარტება.
3. თუ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ პირს უჭირს სიტყვიერად აღწეროს მოვლენა, რომლის თვითმხილველიც იგი იყო, მას შეუძლია თავისი ახსნა-განმარტების შესაბამისი ნაწილი ჩამოაყალიბოს სხვა ნიშნობრივი ფორმით, კერძოდ, ნახაზის, სქემის, ჩანახატის ან სხვა ამგვარი სახი