„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დაფუძნების შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №390
2006 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დაფუძნების შესახებ
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე:
1. ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და სამეცნიერო ტექნიკური ბიბლიოთეკის ბაზაზე დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა.
2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ (ა. ლომაია): უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის:
ა) სახელმწიფო კონტროლი;
ბ) წესდების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.
3. საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ (ი. ჩოგოვაძე) უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისათვის სახელმწიფო ქონების კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემა.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ (ა. ალექსიშვილი) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარმოდგენილი წინადადებების საფუძველზე უზრუნველყოს „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება ცენტრალური სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და სამეცნიერო ტექნიკური ბიბლიოთეკისათვის „საქართველოს 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებების საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისათვის გადაცემის მიზნით.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დაფუძნების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 05.07.2011.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დაფუძნების შესახებ“?
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დაფუძნების შესახებ“ მიღებულია 26.06.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №390. სარეგისტრაციო კოდი — 040.030.000.08.002.004.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დაფუძნების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 05.07.2011-დან.
- სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დაფუძნების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 05.07.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დაფუძნების შესახებ“, №390, 26.06.2006, სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.07.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/98236/