„საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №425
2006 წლის 14 ივლისი
ქ. თბილისი
,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 25 აპრილის №159 ბრძანებულებით (სსმ III, 2003 წ., №39, მუხლი 332) დამტკიცებულ ,,საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში საკონტრაქტო სამსახურის გავლის წესის შესახებ“ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1) დებულების მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,5. საკონტრაქტო სამსახურში მყოფი პირის სამსახურის ვადა განისაზღვრება ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით“.
2) დებულების მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,6. საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველმა წვევამდელმა განცხადებით უნდა მიმართოს სამსახურს“.
3) დებულების მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4) დებულების მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,9. საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ კანდიდატთან ტარდება გასაუბრება“.
5) დებულების მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,12. საკონტრაქტო სამსახურში ჩარიცხვის კანდიდატი, საკადრო აღრიცხვის ანკეტის შევსებიდან შეძლებისდაგვარად უმოკლეს ვადაში, სამსახურის კადრების სამმართველოს სავალდებულო წესით წარუდგენს თავისი და ახლო ნათესავების დაბადების და ქორწინების მოწმობის, ახლო ნათესავების გარდაცვალების ცნობის, დიპლომის ან ატესტატის ასლებს, აგრეთვე შრომის წიგნაკს, ცნობას თავისი და ახლო ნათესავების სამუშაო ადგილიდან, ფორმა №1, ფოტოსურათებს 3X4 და 9X12, 2-2 ეგზემპლარს, ცნობას სასწავლებლიდან, ფორმა №27 საცხოვრებელი ადგილის შესაბამისი პოლიკლინიკიდან, გულმკერდის რენტგენოსკოპიას, ცნობებს ფსიქონევროლოგიური და ნარკოლოგიური დისპანსერებიდან აღრიცხვის შესახებ“.
6) დებულების მე-14 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,14. წვევამდელის მიერ წარმოდგენილი საბუთების სრულყოფილების დადგენის შემდეგ, მას ეძლევა მიმართვა სამსახურის სამედიცინო სამმართველოში სპეციალური-სამედიცინო კომისიის გასავლელად“.
7) დებულების მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,15. კომისიის გავლის დასრულების შემდეგ, სამედიცინო სამმართველო კადრების სამმართველოს კონფიდენციალური წესით უგზავნის თითოეულ წვევამდელზე სპეციალური-სამედიცინო კომისიის დასკვნას“.
8) დებულების მე-17 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,17. სამსახურის კადრების სამმართველო ახდენს საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხი კანდიდატებისა და მისი ახლო ნათესავების სპეციალურ შესწავლას“.
9) დებულების მე-18 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,18. ამ დებულების 6-17 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურების დასრულების შემდეგ, კადრების სამმართველო შეარჩევს საკონტრაქტო სამსახურში ჩასარიცხ კანდიდატებს, რომელთა სია ეცნობება საქართველოს მთავრობის კანცელარიის შესაბამის სამსახურს“.
მ. სააკაშვილი