„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა სამსახურებრივი ფორმის სახისა და ატრიბუტიკის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№496
სარეგისტრაციო კოდი
190.040.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 111, 22/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოსპრეზიდენტის

ბრძანებულება№496

2006 წლის  18 აგვისტო

ქ. თბილისი

საქართველოსფინანსთასამინისტროსფინანსურიპოლიციისთანამშრომელთასამსახურებრივიფორმისსახისადაატრიბუტიკისშესახებ

„ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა სამსახურებრივი ფორმის სახე და ატრიბუტიკა დანართის მიხედვით.

მ. სააკაშვილი

დანართი

 

 

საქართველოსფინანსთასამინისტროსფინანსურიპოლიციისთანამშრომელთასამსახურებრივიფორმისსახედაატრიბუტიკა

პლანშეტი 1

1. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – შავი ფერის შარვალი და შავი ფერის ქურთუკი, შავი ფერის კეპი, თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – შავი ფერის შარვალი და შავი ფერის დათბუნებული სვიტერი, შავი ფერის კეპი, თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

3. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემდგომო ფორმა – შავი ფერის საწვიმარი ლაბადა. შავი ფერის შარვალი და შავი ფერის ქურთუკი, შავი ფერის კეპი, თეთრი პერანგი, შავი ჰალსტუხი, შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

 

პლანშეტი 2

1. ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – შავი ფერის შარვალი, შავი ფერის კეპი, თეთრი პერანგი მოკლე სახელოთი, შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდე­ბის შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ყოველდღიური საზაფხულო ფორმა – შავი ფერის შარვალი, შავი ფერის წინაფრიანი ქუდი, თეთ­რი პერანგი გრძელი სახელოთი, შავი ჰალსტუხი, შავი ფერის ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრი­ბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 3

1. ყოველდღიური ზამთრის ფორმა – შავი ფერის შარვალი, შავი ფერის წინაფრიანი დათბუნებული ქუდი, შავი ფერის გრძელი დათბუნებული ქურთუკი, თეთრი პერანგი, შავი ფერის ჰალსტუხი, შავი ფერის ნახევრად მაღალყელიანი ფეხსაცმელი; წოდების შესა­ბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ყოველდღიური ზამთრის ფორმა – შავი ფერის შარვალი, შავი ფერის წინაფრიანი დათბუნებული ქუ­დი, შავი ფერის დათბუნებული ქურთუკი, თეთრი პერანგი, შავი ფერის ჰალსტუხი, შავი ფერის ნახევრად მაღალყელიანი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატ­რიბუტიკა და ფურნიტურა.

3. ყოველდღიური ზამთრის ფორმა – შავი ფერის ფეხსაცმელში ჩატანებული შარვალი, შავი ფერის წი­ნაფ­რიანი დათბუნებული ქუდი, შავი ფერის დათ­ბუნებული ქურთუკი, თეთრი პერანგი, შავი ფერის ჰალ­სტუხი, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 4

1. კოკარდა – მართკუთხა ყვითელ კანტიან შავ ფონზე გამოსახულია ყვითელი წარწერა ,,ფინანსური პოლიცია“.

2. სამკერდე ემბლემა – ვერცხლისფერი სტილიზე­ბუ­ლი შვიდქიმიანი სხივებიანი ვარსკვლავი, მასზე გამოსახულია ოქროსფერი ჰერალდიკური ფარი, რომ­ლის ლაჟვარდისფერ (ლურჯ) ველზე გამოსახულია მარ­ჯვნივ მიმართული ლომი – საქართველოს სახელ­მწიფო გერბის ფარისმტვირთველი. ფარის ქვემოდან გამოსახულია ზეაღმართული ხმალი, ფარს აგვირ­გვინებს „ივერიული“ გვირგვინი (საქართველოს სახელ­მწიფო გერბის დეტალი). ფარს გარს არტყია ქართული სტილიზებული ორნამენტი „ვაზის წნუ­ლი“, ოთხი ჯვა­რი (საქართველოს დროშის დეტა­ლი) და ოქ­როს­ფერი წარწერა: „ფინანსური პოლიცია“ (ქართულ და ინგლისურ ენებზე).

3. სამკლავური ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ფარი შავ ველზე, რომელსაც გარს არტყავს ოქროსფერი (ყვითელი) კანტი. შევრონის ცენტრში გამოსახულია ფინანსური პოლიციის ემ­ბლემა. ჰერალდიკურ ფარზე ლაჟვარდის (ლურჯ) ველზე გამოსახულია საბრძოლველად შემართული ლომი (საქართველოს სახელმწიფო გერბის ფარის­მტვირ­თველი); თეთრ (ვერცხლი) სადევიზე ბაფთაზე ქართული მხედრულით წარწერილია: „ფინანსური პოლიცია“; კომპოზიციას ამშვენებს ქართული ტრა­დი­ციული ვაზის ორნამენტი.

შევრონის კომპოზიციის ზედა ნაწილში გაკეთე­ბუ­ლია ოქროს წარწერა – „საქართველო“.

პლანშეტი 5

პოლიციის გენერალ-მაიორი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი კანტებით, სტილიზებული ორნამენტი, ერთი ვარსკვლავი.

შევრონი – სამკლავური  ოქროსფერი ერთი ხვეული და ერთი ვარსკვლავი.

პოლიციის მაიორი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროს­ფერი სტილიზებული ორნამენტი, ერთი ვარსკვლავი.

შევრონი – სამკლავური ოქროსფერი ერთი ხვეული.

პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი),  ოქროს­ფერი სტილიზებული ორნამენტი, ორი ვარსკვლავი (მცირე).

შევრონი – სამკლავური ოქროსფერი ერთი ხვეული, ერთი ხაზი.

პოლიციის პოლკოვნიკი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროს­ფერი სტილიზებული ორნამენტი, სამი ვარსკვლავი (მცირე).

შევრონი – სამკლავური ოქროსფერი ერთი ხვეული, ორი ხაზი.

პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროს­ფერი ერთი ვარსკვლავი (მცირე).

შევრონი –  სამკლავური ოქროსფერი ერთი ხაზი.

პოლიციის ლეიტენანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი ორი ვარსკვლავი (მცირე).

შევრონი – სამკლავური ოქროსფერი ორი ხაზი.

პოლიციის უფროსი ლეიტენანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროსფერი სამი ვარსკვლავი (მცირე).

შევრონი – სამკლავური ოქროსფერი სამი ხაზი.

პოლიციის კაპიტანი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ოქროს­ფერი ოთხი ვარსკვლავი (მცირე).

შევრონი – სამკლავური ოქროსფერი ოთხი ხაზი.

პოლიციის რიგითი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი).

პოლიციის უმცროსი სერჟანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ერთი ოქროსფერი ზოლი (მცირე).

შევრონი – სამკლავური ერთი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი.

პოლიციის სერჟანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ორი ოქროსფერი ზოლი (მცირე).

შევრონი – სამკლავური ორი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი.

პოლიციის უფროსი სერჟანტი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), სამი ოქროსფერი ზოლი (მცირე).

შევრონი – სამკლავური სამი ოქროსფერი ჰორიზონტალური ხაზი.

პოლიციის ზემდეგი

სამხრე – შავი ფერის სამხრე (მანჟეტი), ერთი ოქროსფერი ფართო ზოლი (მცირე).

შევრონი – სამკლავური ერთი ოქროსფერი ფართო ჰორიზონტალური ხაზი.

 

 

პლანშეტი 6

1. საველე სპეციალური ფორმა – კომუფლი­რებული შარვალი და კომუფლირებული ქურთუკი, კომუფლირებული კეპი, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

2. ყოველდღიური სპეციალური ფორმა – შავი ფერის შარვალი და შავი ფერის ქურთუკი, შავი ფერის კეპი, შავი ფერის მაღალყელიანი ფეხსაცმელი; წოდების შესაბამისი ატრიბუტიკა და ფურნიტურა.

პლანშეტი 7

პოლიციის გენერალ-მაიორი

ღილკილო – მწვანე ფერის ღილკილო, შავი კანტებით, სტილიზებული ორნამენტი, ერთი ვარ­სკვლა­ვი.

პოლიციის მაიორი

ღილკილო – მწვანე ფერის ღილკილო, შავი სტილიზებული ორნამენტი, ერთი ვარსკვლავი.

პოლიციის ვიცე-პოლკოვნიკი

ღილკილო – მწვანე ფერის ღილკილო, შავი სტილიზებული ორნამენტი, ორი ვარსკვლავი (მცირე).

პოლიციის პოლკოვნიკი

ღილკილო – მწვანე ფერის ღილკილო, შავი სტილიზებული ორნამენტი, სამი ვარსკვლავი (მცირე).

პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი

ღილკილო – მწვანე ფერის ღილკილო, შავი ერთი ვარსკვლავი (მცირე).

პოლიციის ლეიტენანტი

ღილკილო – მწვანე ფერის ღილკილო, შავი ორი ვარსკვლავი (მცირე).

პოლიციის უფროსი ლეიტენანტი

ღილკილო – მწვანე ფერის ღილკილო, შავი სამი ვარსკვლავი (მცირე).

პოლიციის კაპიტანი

ღილკილო – მწვანე ფერის ღილკილო, შავი ოთხი ვარსკვლავი (მცირე).

პოლიციის რიგითი

ღილკილო – მწვანე ფერის ღილკილო (მანჟეტი).

პოლიციის უმცროსი სერჟანტი

ღილკილო – მწვანე ფერის ღილკილო, ერთი შავი ზოლი (მცირე).

პოლიციის სერჟანტი

ღილკილო – მწვანე ფერის ღილკილო, ორი შავი ზოლი (მცირე).

პოლიციის უფროსი სერჟანტი

ღილკილო – მწვანე ფერის ღილკილო, სამი შავი ზოლი (მცირე).

პოლიციის ზემდეგი

ღილკილო – მწვანე ფერის ღილკილო, ერთი შავი ფართო ზოლი (მცირე).

      

პლანშეტი 8

1. სამკლავური ემბლემა – სტილიზებული ჰერალდიკური ოვალური ფარი შავი ველზე, რომელ­საც გარს არტყია ოქროსფერი (ყვითელი) კანტი. შევრონის ცენტრში გამოსახულია ოქროსფერი ღამუ­რა. ქართული მხედრულით წარწერილია: „ფინან­სური პოლიცია“; „სპეციალური დანიშნულების რაზ­მი“; აბრევიატურა – „ფპ“; „სდრ“.

2. კოკარდა – ოქროსფერი ღამურა, წარწერით „სდრ“.

3. ღილკილო – მარჯვენა – შავი ფერის რომბზე 8-ქიმიანი ვარსკვლავი; მარცხენა – შავი ფერის რომბზე – აბრევიატურა „ფპ“.

1. საველე სამკლავური ემბლემა – სტილი­ზებული ჰერალდიკური ოვალური ფარი მწვანე ველზე, რომელსაც გარს არტყავს მწვანე კანტი. შევრონის ცენტრში გამოსახულია მწვანე ღამურა. ქართული მხედრულით წარწერილია: „ფინანსური პოლიცია“; „სპეციალური დანიშნულების რაზმი“; აბრევიატურა – „ფპ“; „სდრ“.

2. საველე კოკარდა – მწვანე ღამურა, წარწერით „სდრ“.

3. საველე ღილკილო – მარჯვენა – მწვანე ფერის რომბზე 8-ქიმიანი ვარსკვლავი. მარცხენა – მწვანე ფერის რომბზე – აბრევიატურა „ფპ“.

 

პლანშეტი 9

1. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – ქურთუკის კონტურული ნახაზი (შესაძ­ლებე­ლია დათბუნებაც). წარწერა: „ფინანსური პო­ლიცია“.

2. ყოველდღიური საგაზაფხულო-საშემოდგომო ფორმა – დათბუნებული სვიტერის კონტურული ნახაზი. წარწერა: „პოლიცია“.

3. ყოველდღიური ზამთრის ფორმა – გრძელი დათბუნებული ქურთუკის კონტურული ნახაზი. წარ­წერა: „ფინანსური პოლიცია“; წარწერა: „პოლიცია“.

4. ყოველდღიური საწვიმარი – შავი ფერის ლაბადა. წარწერა: „ფპ“.