„სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №498
2006 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად შეტანილ იქნეს ცვლილება ,,სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე III, №54, 2004 წ., მუხლი 457) და ბრძანებულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეებს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პერიოდში, სოციალური დაცვის დამატებითი ნორმის სახით დაუწესდეთ კვების ხარჯები:
ა) საქართველოს პრეზიდენტის დაცვის სამმართველოს უფროსს, მოადგილეს, საქართველოს პრეზიდენტისა და მისი ოჯახის წევრთა დაცვის ცვლებში მომუშავე მოამსახურეებს – ყოველთვიური კომპენსაცია 300 ლარის ოდენობით;
ბ) სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფის:
ბ.ა) მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 5 ლარი;
ბ.ბ) მოსამსახურეებს საგანგებო მდგომარეობის დროს, სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 80 თეთრი;
გ) სამსახურის სასწავლო-საწვრთნელი (პირად მცველთა მომზადების და გადამზადების) ცენტრის:
გ.ა) ადმინისტრაციის მოსამსახურეებს ერთჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი) – 3 ლარი;
გ.ბ) მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 5 ლარი;
გ.გ) პირად მცველთა მომზადებისა და გადამზადების კურსებზე მივლინებულ დაცვის თანამშრომლებს სამჯერადი კვებისათვის დღეში (საუზმე, სადილი, ვახშამი) – 6 ლარი და 80 თეთრი;
დ) ადმინისტრაციული შენობებისა და სამთავრობო რეზიდენციების დაცვის სამმართველოს:
დ.ა) საქართველოს პრეზიდენტის გადაადგილების სვლაგეზების დაცვის განყოფილების მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ერთჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი) – 3 ლარი;
დ.ბ) წეროვანის სამთავრობო რეზიდენციის დაცვის განყოფილების მორიგე განწესში მყოფ მოსამსახურეებს ორჯერადი კვებისათვის დღეში (სადილი, ვახშამი) – 5 ლარი.“.
მ. სააკაშვილი
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.08.2006.
- როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 22.08.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პრეზიდენტი.. დოკუმენტის ნომერი — №498. სარეგისტრაციო კოდი — 140.080.000.08.002.004.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.08.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ზოგიერთი კატეგორიის მოსამსახურეთა სოციალური დაცვის დამატებითი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 24 მაისის №181 ბრძანებულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №498, 22.08.2006, სარეგისტრაციო კოდი 140.080.000.08.002.004 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.08.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/98644/