„რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივლისის №455 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№501
სარეგისტრაციო კოდი
110.080.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , პარლამენტის უწყებანი, 113, 25/08/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №501

2006 წლის 23 აგვისტო

ქ. თბილისი

„რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივლისის №455 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, „რაიონული (საქალაქო) სასამართლოების შექმნის, მათი სამოქმედო ტერიტორიისა და მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 14 ნოემბრის №649 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 28 ივლისის №455 ბრძანებულების (სსმ III, 2006 წ., №100, მუხ. 1363) მე-2-მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ (ვ. ცერცვაძე) ახალგორის, დუშეთის, თიანეთის, მცხეთისა და ყაზბეგის რაიონული სასამართლოების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით, 2006 წლის 18 სექტემბრამდე კანონმდებლობით დადგენილი წესით:

ა) უზრუნველყოს ლიკვიდაციას დაქვემდებარებული სასამართლოების წარმოებაში არსებული საქმეების, დოკუმენტაციის და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების აღწერა-ინვენტარიზაციის და მათი მცხეთის რაიონული სასამართლოსათვის გადაცემის ორგანიზება, არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების სრული ინვენტარიზაცია და სალიკვიდაციო ბალანსის შედგენა კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ბ) თავისი კომპეტენციის შესაბამისად განახორციელოს მცხეთის რაიონული სასამართლოს საკადრო უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის ორგანიზება;

გ) უზრუნველყოს ლიკვიდაციასა და მცხეთის რაიონული სასამართლოს შექმნასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა.

3. ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული მაგისტრატ მოსამართლეთა განსჯადი საქმეების განხილვა 2006 წლის 18 სექტემბრიდან წარიმართოს საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ხოლო მცხეთის რაიონული სასამართლოს წარმოებაში არსებული, აგრეთვე ახალგორის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის რაიონული სასამართლოების წარმოებაში არსებული რაიონული სასამართლოს განსჯადი საქმეები 2006 წლის 18 სექტემბრიდან გადაეცეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს და მათი განხილვა გაგრძელდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. ამ ბრძანებულების პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2006 წლის 18 სექტემბრიდან.“.

მ. სააკაშვილი