„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.090.000.08.002.004
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №595
2006 წლის 11 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
1. „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში (სსმ III, 2005 წ., №104, მუხ. 1155) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) ბრძანებულების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“;
ბ) ბრძანებულების პრეამბულა და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების სფეროს მოწესრიგების მიზნით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად:
1. ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო განისაზღვროს 115 ლარით.“;
გ) ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,ბ) ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (დანართი №2);
გ) თვითმმართველი ქალაქების (გარდა ქ. თბილისისა) წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (დანართი №3);
დ) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (დანართი №4).“;
დ) ბრძანებულების დანართები №2, №3 და №4 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დანართი №2
ქ. თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვარი (ლარობით) | ||
|
|
| ქ.თბილისის მერია და საკრებულო | ქ.თბილისის რაიონების გამგეობები | დაბა წყნეთის გამგეობა |
| 1 | ქ. თბილისის მერი | 2800 |
|
|
| 2 | ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე | 2800 |
|
|
| 3 | ქ. თბილისის საკრებულოს მდივანი | 2300 |
|
|
| 4 | ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი) | 2300 |
|
|
| 5 | ქ. თბილისის მერის მოადგილე | 2200 |
|
|
| 6 | მერიის ადმინისტრაციის უფროსი | 2000 |
|
|
| 7 | ქ. თბილისის რაიონის (დაბა წყნეთის) გამგებელი |
| 1900 | 1900 |
| 8 | ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი | 1900 |
|
|
| 9 | ქ. თბილისის საკრებულოს მუდმივი კომისიის თავმჯდომარე | 1600 |
|
|
| 10 | ქ. თბილისის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 1600 |
|
|
| 11 | მერიის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე | 1200 |
|
|
| 12 | ქ. თბილისის რაიონის (დაბა წყნეთის) გამგებლის მოადგილე |
| 1000 | 800 |
| 13 | მერის წარმომადგენელი საკრებულოში | 1000 |
|
|
| 14 | მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, საკრებულოს აპარატის უფროსის მოადგილე | 1000 |
|
|
| 15 | რაიონის გამგეობის აპარატის უფროსი |
| 1000 |
|
| 16 | მთავარი ბუღალტერი | 1000 |
|
|
| 17 | ქ. თბილისის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე | 1000 |
|
|
| 18 | სხვა წამყვანი საჯარო თანამდებობის პირი | 900 |
|
|
| 19 | უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 700 | 650 | 650 |
| 20 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 450 | 400 | 400. |
დანართი №3
თვითმმართველი ქალაქების (გარდა ქ. თბილისისა) წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი
|
| თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (ლარობით) |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2100 |
| 2 | მერის პირველი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 800 |
| 3 | მერის მოადგილე | 700 |
| 4 | სამსახურის უფროსი, მერიის აპარატის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი | 500 |
| 5 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 400 |
| 6 | სამსახურის უფროსის მოადგილე, მერის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 310 |
| 7 | მერიის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – მერიის რწმუნებული | 270 |
| 8 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 280. |
დანართი №4
მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი
| № | თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგოების ზედა ზღვარი (ლარობით) |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2000 |
| 2 | გამგებლის პირველი მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 700 |
| 3 | გამგებლის მოადგილე | 600 |
| 4 | სამსახურის უფროსი, საკრებულოსა და გამგეობის აპარატების უფროსები | 480 |
| 5 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 380 |
| 6 | გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 300 |
| 7 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული | 270 |
| 8 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 270.“; |
ე) ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი და დანართი №5.
2. ბრძანებულება ამოქმედდეს შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის დღიდან.
მ. სააკაშვილი