„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის რეორგანიზაციის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
17.11.2006 ძალადაკარგული 09.02.2011
გამომცემი ორგანო
ნომერი
№696
სარეგისტრაციო კოდი
040.030.000.08.002.004.187
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 156, 21/11/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 3 დოკუმენტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №696

2006 წლის 17 ნოემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის რეორგანიზაციის შესახებ

1. რეორგანიზებულ იქნენ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდი და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელ ცენტრთან საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდისა და სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერთების გზით და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრი (შემდეგში – ცენტრი).

2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ლ. ჭიპაშვილი) უზრუნველყოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, დებულების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:

ა) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულება;

ბ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 28 მაისის №215 ბრძანებულება;

გ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და სამედიცინო სტატისტიკის ეროვნული ცენტრის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 21 თებერვლის №55 ბრძანებულების (სსმ III, 2003 წ., №14, მუხ. 136) პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი და მეორე პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

4. ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირების – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდისა და სოციალური და ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის უფლებამონაცვლე.

5. ბრძანებულება, გარდა მე-3 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

6. ბრძანებულების მე-3 პუნქტი ამოქმედდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროექტების განმახორციელებელი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტის ამოქმედებისა და მითითებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნის დღიდან.

მ. სააკაშვილი