„საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას, რომელიც მოქმედებს როგორც სიღარიბის დაძლევის ხელშემწყობი მეორე ღონისძიების თანადაფინანსებისათვის ჰოლანდიის სატრასტო ფონდის ადმინისტრატორი, შორის ჰოლანდიური გრანტის შეთანხმების (სიღარიბის დაძლევის ხელშემწყობი მეორე ღონისძიება)“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ“

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№748
სარეგისტრაციო კოდი
480.140.000.08.002.004
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 170, 20/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №748

2006 წლის 18 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას, რომელიც მოქმედებს როგორც სიღარიბის დაძლევის ხელშემწყობი მეორე ღონისძიების თანადაფინანსებისათვის ჰოლანდიის სატრასტო ფონდის ადმინისტრატორი, შორის ჰოლანდიური გრანტის შეთანხმების (სიღარიბის დაძლევის ხელშემწყობი მეორე ღონისძიება)“ დამტკიცებისა და ძალაში შესვლის შესახებ

1. ძალაში შესვლის მიზნით დამტკიცდეს 2006 წლის 12 დეკემბერს ხელმოწერილი „საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას, რომელიც მოქმედებს როგორც სიღარიბის დაძლევის ხელშემწყობი მეორე ღონისძიების თანადაფინანსებისათვის ჰოლანდიის სატრასტო ფონდის ადმინისტრატორი, შორის ჰოლანდიური გრანტის შეთანხმება (სიღარიბის დაძლევის ხელშემწყობი მეორე ღონისძიება)“.

2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ (გ. ბეჟუაშვილი):

ა) აცნობოს საქართველოს პარლამენტს ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების დადების შესახებ;

ბ) შეატყობინოს განვითარების საერთაშორისო ასოციაციას ამ ბრძანებულების პირველ პუნქტში აღნიშნული შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცედურის შესრულების თაობაზე.

მ. სააკაშვილი